
პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში ეკონომიკის შესახებ, რეგიონში არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარებისა და მსოფლიო ძალების საგარეო პოლიტიკური ვექტორების შეცვლაზე JNEWS-ს რონდელის ფონდის პროფესორსა და ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი ვლადიმერ პაპავა ესაუბრა.
– საქართველო ემიჯნება ამერიკის აშშ-სა და ევროკავშირს, მაგრამ ამავდროულად არ ეყრდნობა რუსეთს და ჩინეთს. როგორ იმოქმედებს ეს მის ეკონომიკაზე და რას უნდა ველოდოთ მომავალში?
– ვერ ვიტყვი, რომ საქართველო ახლა დასავლეთს ემიჯნება. პირველ რიგში, აშშ-ში ჩატარდა არჩევნები და ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვიდა. მას და მის გუნდს იგივე ღირებულებები აქვთ, რაც თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებთან უფრო მეტი მსგავსება შეინიშნება, ვიდრე განსხვავება. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, იქაც ბევრი რამ შეიცვლება. იმიტომ, რომ ევროკავშირი ასევე არ აღიქვამს ყველა საკითხს თანაბრად. ასევე არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ყოველთვის არ არიან შეთანხმებულები ბრიუსელთან. ამიტომ, სამყარო ამჟამად იცვლება. და მე არ ვიტყოდი, რომ საქართველო გამოყოფილია ამ გლობალური ფენომენებისგან. რაც შეეხება ეკონომიკურ კომპონენტს, აქ ძალიან საინტერესო სიტუაციაა.
დავიწყოთ იქიდან, რომ საპროტესტო აქციები გასულ წელს გაზაფხულზე დაიწყო, მე ვსაუბრობ ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა.მიუხედავად ამისა, საქართველომ დააფიქსირა ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპი და ძალიან დაბალი ინფლაცია. კერძოდ, ეკონომიკური ზრდა 9,5%-ზე მეტი იყო, ხოლო ინფლაცია 1%-ზე ოდნავ მეტი იყო. 2025 წლის პროგნოზი, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი იზიარებენ, არის ის, რომ საქართველოს ექნება 6%-იანი ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია იქნება დაახლოებით 3%. ანუ ამ მხრივ ყველაფერი ამჟამად კარგად მიდის.
რაც შეეხება ინვესტიციებს. ამ ბოლოს პრემიერ-მინისტრი არაბულ სამყაროს ეწვია, სადაც მომავალ წლებში საქართველოს ეკონომიკაში 6 მილიარდი დოლარის პოტენციურ ინვესტიციაზე შეთანხმდნენ. ეს არის ძალიან დიდი ინვესტიცია, რომელიც დადებითად აისახება როგორც ლარის კურსზე, ასევე ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების ზრდაზე. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის შექმნას და ამოქმედებას, რომელიც დააკავშირებს ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს დასავლურ სამყაროსთან. ასე რომ, აქ ბევრი საინტერესო რამ არის, ამიტომ ცალსახად არ ვიტყოდი, რომ საქართველო დასავლეთს ემიჯნება. თავად დასავლეთი იცვლება.
– წელს მოსალოდნელია ტურისტული ნაკადის შემცირება, მათ შორის, ეკოლოგიური პრობლემების გამო, როგორიცაა შავი ზღვის დაბინძურება მაზუთით. რა პერსპექტივები არსებობს ამ სიტუაციაში? შეიძლება მხოლოდ ინვესტიციებზე დავეყრდნოთ, თუ არსებობს განვითარების სხვა გზები?
– ტურიზმი ძალიან სენსიტიური დარგია, რადგან მასზე ბევრია დამოკიდებული. როგორც აღვნისნე, არაბული სამყაროს 6 მილიარდი ინვესტიციის შესახებ, ძირითადად ტურიზმის სექტორშია. საბინაო მშენებლობის, ტურისტული კომპლექსების, საოფისე კომპლექსების განვითარება. შესაბამისად, ტურიზმი, ნებისმიერ შემთხვევაში, დარჩება საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ სექტორად. მთავარია, რომ ეკონომიკური დერეფანი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს დააკავშირებს, უფრო მეტად იქნება ჩართული. ასე რომ, არსებობს განვითარების სხვადასხვა ვარიანტი. ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი წლის განმავლობაში.
– ეკონომიკაში პოზიტიური ცვლილებები აღნიშნეთ, მაგრამ შეიძლება თუ არა ამ ზრდაზე იმოქმედოს საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ? იმოქმედებს თუ არა საპროტესტო სიტუაცია ეკონომიკაზე?
– პროტესტი ყოველთვის მოქმედებს ეკონომიკაზე. სხვანაირად შემიძლია ვთქვა. გასულ წელს 9,5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, მიუხედავად პროტესტისა და აქციებისა. პროტესტი რომ არ ყოფილიყო, მაშინ საქართველოში ეკონომიკური ზრდა შესაძლოა საგრძნობლად მაღალი ყოფილიყო – 15 ან 13%. ასე რომ, საპროტესტო აქციები ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ როგორმე მოგვარდეს სიტუაცია.
ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობისთვის უპირველესი ამოცანაა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაიწყოს ახალი პროგრამა, რაც იქნება დადებითი სიგნალი ჩვენი ეკონომიკური პარტნიორებისთვის, რათა საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა ნორმალურად განვითარდეს. ამიტომ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი გამოწვევაა, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ახალი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რათა ეს პროგრამა ეფექტური იყოს.
– ბოლო 30 წლის განმავლობაში- სსრკ-ს დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, აშშ და ევროკავშირი აქტიურად უჭერდნენ მხარს საქართველოს ეკონომიკას, ხელს უწყობდნენ მის განვითარებას. თუმცა, ახლა, როცა ევროკავშირი და აშშ ამცირებენ ინვესტიციებსა და ფინანსურ დახმარებას, ეს გავლენას ახდენს თუ არა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე? თუ კი, მაშინ როგორ?
– რა თქმა უნდა, ეს დახმარება რომ ყოფილიყო, ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა. მაგრამ ისევ, ეს პირველ რიგში აისახება ეროვნული ვალუტის – ლარის მიმდინარე კურსის სტაბილურობაზე. ეს პირველ რიგში აისახება მასზე. რა თქმა უნდა, როდესაც უცხოური ვალუტის ნაკადი ნაკლებია, ეროვნული ვალუტა იწყებს გაუფასურებას. ამიტომ, ამ ხარვეზის შევსება მხოლოდ მსხვილმასშტაბიან უცხოურ ინვესტიციებს შეუძლია, რაზეც უკვე მოგახსენეთ.
– ფინანსური მხარდაჭერის გარდა, აშშ და ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიისა და დემოკრატიული განვითარების იდეების პოპულარიზაციას ეწეოდნენ. როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს მათი ინვესტიციების და დახმარების შემცირება არა მხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ კურსზე?
– ვფიქრობ, ყველაზე ნაკლები პრობლემა ამაშია. ისაქართველოს და დემოკრატიას, ვფიქრობ გარკვეული პრობლემები აქვს, მაგრამ სიტყვის თავისუფლება დაცულია. ხედავთ, რომ ოპოზიციური ტელეარხები მუშაობენ, აკრიტიკებენ ხელისუფლებას და არავინ აფერხებს და ხურავს ტელეარხები. ამიტომ არჩევნებმაც მშვიდად, კონფლიქტების გარეშე, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს. ამიტომ, დემოკრატიაში ყოველთვის არის გარკვეული პრობლემები, როცა მეტი დემოკრატია გინდა. მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ საქართველო ახლა რაღაც ავტორიტარულ, ანტიდემოკრატიულ სისტემაში ჩავარდა. ოპოზიცია ყველაფერს აკრიტიკებს. ჩართეთ ნებისმიერი ოპოზიციური არხი და იქ კრიტიკაზე მეტი არაფერია. ზოგჯერ ობიექტურია, ხოლო ხშირად არა ობიექტური.