ახალქალაქის მერიამ 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა: პრიზები, თასები და მედლები. ტენდერი დღეს, 21 თებერვალს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 4 მარტს დასრულდება. ტენდერის თანხა 30 000 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შესყიდვა უნდა განხორციელდეს 20 კალენდარული დღის განმავლობაში. ტენდერის თანახმად, შეძენილი უნდა იყის შემდეგი საჩუქრები და სხვადასხვა პრიზები. კერძოდ , სპორტული ღონისძიებებისთვის: სხვადასხვა ფერის მედლები, საპრიზო თასები, სპორტული ინვენტარი (ხელთათმანები, სხვადასხვა სახეობის სპორტისთვის ფორმები, ბურთები, ჩოგნები, ნარდი და ა.შ.), საყოფაცხოვრებო ტექნიკა (წვენსაწური, ორთქლის უთო და ა.შ.), შემოქმედების ნაკრებები (მოლბერტი, ფუნჯები და ა.შ.), უკაბელო დინამიკები და სხვ.