ჯანდაცვის სფეროში რეფორმის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორია თანდათან „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ გადაეცემა. ჰოლდინგი თითქმის 2 წელია მოქმედებს, მას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 187 ამბულატორია ან ამბულატორიების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი გადაეცა, მათგან ზამთარში, ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ ერთი სოფლის ამბულატორია მუშაობდა.

დღევანდელი მონაცემებით, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ 17 ამბულატორია ან სოფელ მაჯადიაში, დილისკაში, ზაკში, ღოდოლარში, არაგვაში, ტურცხში, ბარალეთში, გოგაშენში, ალასტანში, კარტიკამში, ალათუმანში, კუმურდოში, დიდ ხორენიაში, სულდაში, იხტილაში, კარწახში,კულიკამში ტერიტორია გადაეცა. თუკი სოფელში ამბულატორია არ არის, ირჩევა და ამბულატორიის მშენებლობისთვის უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

სოფელ კულიკამში ამბულატორიის მშენებლობისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა რამდენიმე წლის წინ გადასცა ტერიტორია, მაგრამ მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. მას შემდეგ, რაც „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვი“ ამბულატორიებიუს გადაცემის პროცესი დაიწყო, 2013 წლის ოქტომბერში კომპანიის წარმომადგენლები ადგილის შესაფასებლად სოფელში მივიდნენ. მაგრამ შეფასების შემდეგ ჰოლდინგმა პატარა ფართის გამო ნაკვეთის მიღებაზე უარი თქვა.

სოფელ კარწახში შენობა არ იყო, ჰოლდინგს მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი გადაეცა. ჩვენი ინფორმაციით, სოფელ კარწახშიც არ დაადასტურეს ნაკვეთი, თუმცა სოფელში მერის უფლებამოსილი პირის კარაპეტიან გაბრიელის თქმით, მსგავსი არაფერი ყოფილა და ჰოლდინგი სოფელ კარწახში წელს ააშენებს ამბულატორიას.

ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამბულატორიები ჰოლდინს გადაეცემა, პროცესი გრძელდება, მაგრამ მათი სამუშაოები ადგილზე ჯერ არ ჩანს. „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ კომპანიამ გასულ წელს მხოლოდ სოფელ დილისკას ამბულატორია გაარემონტა. ახალქალაქის მუნიცპალიტეტში სულ 21 ამბულატორიაა, მაღგან 17 უკვე გადაცემულია.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის სირანუშ ტონაკანიანის თქმით, ამ ამბულატორიებიდან მხოლოდ სოფელ დილისკას ამბულატორია მუშაობს, დანარჩენები გათბობის სისტემის არარსებობის გამო მუდმივად არ მუშაობენ, ხოლო მედდები საკუთარ სამუშაოს სახლიდან ასრულებენ.

იმის შესახებ, თუ რა გააკეთა ჰოლდინგმა ახალქალაქში, რატომ არ მუშაობენ ამბულატორიები ან როგორ მუშაობენ, ასევე სხვა მარავლის შესახებ Jnews-ი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის“ მოთხოვნას ამზადებს, რათა მუნიციპალიტეტში ორგანიზაციის სამომავლო სამუშაოების შესახებ გაიგოს და საკუთარ მკითხველს გააცნოს.