
საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაცია სავალდებულოა. აკრედიტაციის პროცესი 2023 წელს დაიწყო. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 65 სკოლიდან მხოლოდ 3 და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 38 სკოლიდან მხოლოდ 2 არის აკრედიტებული.
ხაზს ვუსვამთ, რომ სკოლის აკრედიტაციის პროცესი 2023 წელს დაიწყო და 2030-2031 სასწავლო წლის დასაწყისისთვი ეტაპობრივად უნდა დასრულდესს.
2025 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში 464 აკრედიტირებული სკოლაა. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში აკრედიტაცია გაიარეს შემდეგმა სკოლებმა: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პტენას საჯარო სკოლა , ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჩუნჩხას საჯარო სკოლა, ახალქალაქის ი. ჭავჭავაძის N3 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლა.
აკრედიტაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი სტანდარტების დაცვა.
სკოლებისთვის არის მკაფიო და კონკრეტულად განსაზღვრული სტანდარტები. ისინი შემდეგია:
ა) სკოლის ფილოსოფია (სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები, სკოლის დაგეგმვა და განვითარება),
ბ) სასკოლო პროგრამა (სასწავლო პროგრამის შემუშავება, სასწავლო პროგრამის განხორციელება, სასწავლო პროგრამის მონიტორინგი და შეფასება, სასწავლო პროგრამის გადახედვა),
გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა (პერსონალის მართვა, პერსონალის განვითარება, პროცესის მართვა, ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება, მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო რესურსები, ფინანსური რესურსები),
დ) მონაწილეების მხარდაჭერა (მოსწავლის უფლებების დაცვა, მოსწავლეების მხარდამჭერი აქტივობები).
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხბალიანი სკალით: „აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს“, „ძირითადად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ და “არ აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს.”
თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებულია „განმცხადებლის“ სტატუსით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის სერტიფიცირების საფასურს შემდეგი ოდენობით:
თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მხოლოდ საწყისი დონის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში – 5 384.00 ლარი, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 6 816.00 ლარი.
საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის საბაზო საფეხურზე განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 5 718,00 ლარი, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 7 038,00 ლარი.
მხოლოდ საშუალო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 5 496,00 ლარი, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 6 816,00 ლარი.
თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მხოლოდ დაწყებითი და საბაზო ან მხოლოდ დაწყებითი და საშუალო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში – 7 496.00 ლარი, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 9 038.00 ლარი.
მხოლოდ დაწყებით და საშუალო საფეხურებზე საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 7 273.00 ლარი, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 8 927.00 ლარი.
თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში – 9 162,00 ლარი, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – 11 372,00 ლარი.
აკრედიტაციის განხორციელების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრში ოფიციალურად წარდგენის დღიდან 180 კალენდარული დღის ვადაში მიიღება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის დამადასტურებელი ნებართვა გაიცემა 9 წლის ვადით. აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს.
ფენია თოროსიან