ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია Facebook გვერდზე კონკრეტული სოციალური სტატუსის მქონე სტუდენტების უმაღლესი და პროფესიული განათლების თანადაფინანსების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მერიის 2025 წლის სოციალურ პაკეტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კონკრეტულად სტუდენტთა დაფინანსებაში თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა გაიზარდა.

დაფინანსება მიეცემათ იმ სტუდენტებს, რომელთა უნივერსიტეტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (საბაკალავრო პროგრამებზე და „1+4“ პროგრამაზე) აკრედიტაცია გააჩნიათ. ასევე აკრედიტებული კოლეჯები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 2025 წელს სტუდენთთა განათლების დაფინანსების წესში ცვლილებები შევიდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის სწავლის საფასური ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50%-ით დაფინანსდება.

სოციალურ პაკეტში ყველა ცვლილების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში

ცვლილებები ახალქალაქის მერიის სოციალურ პაკეტში

თითოეული სტუდენტის განათლების დაფინანსების ოდენობა შეადგენს 1125 ლარს, რომელიც არ აღემატება სწავლის წლიური საფასურის 50%-ს.

დახმარება ერთჯერადად გაეწევა სტუდენტს (27 წლამდე), რომელიც არ მონაწილეობს სხვა სამთავრობო პროგრამაში, არ მიუღია სახელმწიფო გრანტი და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ კრიტერიუმს:

ა)დედით ან მამით ობოლი,მარჩენალდაკარგული;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტი;
გ) სტუდენტი მრავალშვილიანი ოჯახებიდან;
დ) სტუდენტი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა;
ე) სტუდენტებს იმ ოჯახებიდან, რომელ ოჯახშიც სამი ან მეტი სტუდენტია;
ვ) სტუდენტი, რომლის მშობელი ან|და მშობლებიც წარმოადგენენ შშმ პირებს;
ზ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე სტუდენტი (ასაკის მიუხედავად);
დედით და მამით ობოლი სტუდენტები ,მათ დაუფინანსდებათ სწავლის საფასურის 50 %, არაუმეტეს 2000 ლარისა, ხოლო ოჯახში ერთზე მეტი სტუდენტის არსებობის შემთხვევაში ,ყოველი მომდევნო სტუდენტი დაფინანსდება 50%-ით, არაუმეტეს 1125 ლარისა.
დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლები
გ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან სტუდენტზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, სასწავლო კურსის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, აკრედიტებული სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესს დეტალურად გაეცანით ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სტუდენტებმა ადგილობრივ ხელისუფლებას პეტიციიტ მიმართეს, სადაც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის საკითხი წამოაყენეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პეტიცია განიხილა და მერიას გადაუგზავნა. თუმცა, ამ დროისთვის სტუდენტებს პეტიციაზე პასუხი არ მიუღიათ.„პეტიციასთან დაკავშირებით ჯერ არ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. იმის შესახებ, თუ რა არის ოფიციალურად მიღებული, ჩვენს გვერდზეა ხელმისაწვდომი. რაც შეეხება აღნიშნული საკითხის განხილვას, ალბათ იქნება“,- გვიპასუხა ახალქალქის მერმა მელქონ მაკარიანმა.

წაიკითხეთ თემაზე