
ჯავახეთში ტრადიციული და ფორმალური ნიშნობის ცერემონიები თანდათან ხელის თხოვნის თანამედროვე მეთოდებით იცვლება. ახალგაზრდები უპირატესობას ანიჭებენ „Marry Me“ ხელის თხოვნას.
ტრადიციული ნიშნობის ფორმატის აქტუალობა, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა, ახალგაზრდებში ყოველწლიურად მცირდება. ამჟამად ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ხელის თხოვნის თანამედროვე ვერსია, ეგრეთ წოდებული „Marry me“ (გამომყევი ცოლად). მოკლე დროში ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და გამონაკლისი არც ჯავახეთი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი ტრადიციული შეხედულებების სამშობლოა, ხელის თხოვნის ეს ინოვაციური ფორმა მცხოვრებლებმაც მიიღეს და შეიყვარეს.
დღეს ახალგაზრდები ხელის თხოვნის ამ კონკრეტულ ვარიანტს ამჯობინებენ. ეს არის მოდური, ლამაზი და თითქმის ყოველთვის თან ახლავს ბრწყინვალე ფეიერვერკი და ტკბილი ტორტი. ასეთი ღონისძიებების ორგანიზებისთვის ადამიანები მიმართავენ სპეციალისტებს: დიზაინერებს, ფლორისტებს. ახალქალაქში უკვე არიან ადამიანები, რომლებიც მსგავს ცერემონიებს აწყობენ. ჯავახეთში მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებითა და დიზაინით არის დაკავებული პროფესიით დიზაინერი ფლორა ბანდიკიანი.
„ხელის თხოვნა პირველად ახალქალაქში 2024 წლის 8 მარტს მოვაწყვე. ჩვენ ღია მოედანზე მოვაწყეთ. ამ ხელის თხოვნის შემდეგ უკვე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. ის ძალიან პოპულარული გახდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. მართალია, ცოცხალი მუსიკის თანხლებით ჯერ არ ვაწყობთ ორგანიზებას, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე მოხდება. ფეიერვერკით ხელის თხოვნის ორგანიზება აუცილებლობად იქცა“, – ამბობს ფლორა.
„პირველმა ხელის თხოვნამ ყველა ჩვენგანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საქმროსთან ერთად ყველაფერი რამდენიმე დღეში მოვაწყვეთ. საქმრო აქ არ იყო, რუსეთში იყო, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო იყო საორგანიზაციო პროცესი, ხოლო საცოლემ საერთოდ არ იცოდა ამის შესახებ“, – იხსენებს ფლორა.
წლების განმავლობაში ჯავახეთში ხელის თხოვნის სხვადასხვა ვარიანტები განვითარდა: ტრადიციული და ოფიციალური ნიშნობა, გოგონას გატაცება, თანამედროვე და უკვე პოპულარულ „Marry me“.
ფენია თოროსიან