ჰმაიაკ გრიგორიანის ჩირის წარმოების საოჯახო ბიზნესი, მიუხედავად სირთულეებისა და დაბრკოლებებისა, განვითარდება, მაგრამ ბიზნესს უნდა გააფართოვოს გაყიდვების ბაზარი და თვლის, რომ ასეთ მცირე ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა, რადგან დიდ ბაზარზე შესვლისთვის საჭიროა დიდი ფინანსური ინვესტიციები, რაც მცირე ბიზნესს არ გააჩნია და შესაბამისი ცოდნა.

ქალაქ ნინოწმინდაში ჰმაიაკ გრიგორიანის საოჯახო ბიზნესი გახდა მაგალითი იმისა, რომ კარტოფილის, მეცხოველეობისა და საზღვარგარეთ მუშაობის გარდა, ფულის გამომუშავება შესაძლეველია სხვა ხერხებითაც. შვიდ წელზე მეტია ის და მისი ოჯახი ხილიდან ჩირს ამზადებენ , ქმნიან ნატურალურ პროდუქტს, რომელიც მოთხოვნადია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად ამ პროცესის შრომატევადობისა, გრიგორიანის ოჯახი აგრძელებს ბიზნესის განვითარებას, ცდილობს გაყიდვების ბაზრების გაფართოებას.

ჩირის წარმოება, როგორც ჰმაიაკი განმარტავს, მოითხოვს არა მხოლოდ საქმის სიყვარულს, არამედ დიდ მოთმინებას. ყველა დეტალზე ყურადღება, ხილის სწორი არჩევა, ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი – ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. პროცესის დროს შეცდომებმა შეიძლება გამოიწვიოს ხარისხის დაკარგვა, ამიტომ თითოეული ეტაპი საგულდაგულოდ არის დამუშავებული.

ჰმაიაკი აღნიშნავს, რომ ისინი გაშრობის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, ატარებენ ტექნოლოგიურ ექსპერიმენტებს უნიკალური არომატისა და ტექსტურის მისაღწევად. ხურმის გარდა აშრობენ  ვაშლს, მსხალს და სხვა ხილს., რომელიც პოპულარულია მოხმარებლებში. მათი ასორტიმენტი ასზე მეტ სახეობის ჩირს მოიცავს.

ახლა ჰმაიაკ გრიგორიანის პროდუქცია ნინოწმინდაში, ახალქალაქში, თბილისსა და ბათუმში იყიდება. მცირე რაოდენობით იგზავნება ევროპაში, ამერიკასა და რუსეთშიც, მაგრამ მხოლოდ მეგობრების წყალობით, რადგან ოჯახს არ აქვს დამოუკიდებელად ექსპორტის გაკეთების შესაძლებლობა.

ჩვენ ბაზრის გაფართოება გვინდა, მაგრამ ამას სერიოზული ფინანსური ინვესტიციები სჭირდება. ასევე გვაკლია ინფორმაცია საჭირო დოკუმენტაციისა და ტექნიკური დახმარების შესახებ“, – ყვება ჰმაიაკი.

ოჯახს ჯერ არ მიუღია ევროპული გრანტები, მაგრამ აქტიურად იკვლევს განვითარების შესაძლო გზებს. ისინი ეძებენ როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე კონსულტაციებს, რათა გაიგონ, რა დოკუმენტებია საჭირო საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად.

სირთულეების მიუხედავად, გრიგორიანის ოჯახი არ ნებდება. მათ სჯერათ მათი პროდუქციის ხარისხის და დარწმუნებულნი არიან, რომ ფინანსური დახმარებით შეძლებენ წარმოების მნიშვნელოვნად გაფართოებას. აღჭურვილობის მოპოვება და საშრობი კამერების მოწყობა დაეხმარება მათ წარმოების მოცულობისა გაზრდასა და სტაბილურობაში.

ბორის ღარსლიან
ანაჰიტ ზალალიან