
29 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა კომისიების 2025 წლის პირველი ერთობლივი სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა ხუთი საკითხი. დეპუტატებმა განიხილეს და გადაწყვიტეს ყველა საკითხი ბიუროსა და სხდომის შემდგომი განხილვისთვის გადაეგზავნათ, რომელთა სხდომებიც გაიმართება 30 იანვარს.
ეს 2025 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილებებია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, კარენ მერგელიანმა დეპუტატებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 332,048,37 ლარის და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6,539,647,03 ლარის გადატანის პროექტების ოდენობა წარუდგინა; მიზნობრივი სახელმწიფო ტრანსფერი ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის – 20700 ლარი.
კარენ მერგელიანმა ასევე წარმოადგინა “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ოდენობა, რომელიც 922 000 ლარს შეადგენს და ზედიზედ რამდენიმე წელია არ იცვლება. დეპუტატებმა ასევე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტში 2025 წელს რეგიონული ფონდიდან განხორციელდება. ამ სამუშაოების ჯამური მოცულობა 6 747 204 ლარია, საიდანაც 6 409 841 ლარი სახელმწიფოს მიერ არის გამოყოფილი, 337 363 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მანქანების მომსახურებისთვის 15 000 ლარი, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კუთვნილ შენობებში გაზის, ელექტროენერგიის და წყალმომარაგების მოწყობისთვის 40 000 ლარი გამოიყო.
კარენ მერგელიანმა გაახმიანა „ადმინისტრაციული თანამშრომლის შესახებ“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობა ხდება საკონტრაქტოს საფუძველზე.
მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა ასევე წარმოადგინა საკრებულოს წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ცვლილებები. დეპუტატების ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა იზრდება, მაგრამ ზუსტად რამდენი პროცენტით არ გამოცხადებულა, რადგან ჯერ არ არის დადგენილი. მერგელიანის თქმით, თანხის ზრდა დაახლოებით 10%-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ მანამდე დეპუტატების ხარჯებისთვის 820 ლარი იყო გამოყოფილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა დეპუტატებს ის მუნიციპალური ობიექტები წარუდგინა, რომლებიც აუქციონზე იქნება გატანილი. სამი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანა იგეგმება.
ახალქალაქის მერიის სოციალური სამსახური წელს ახალ პროგრამას ნერგავს. მერიის ადმინისტრაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანაიდა იორდანიანმა „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ პროგრამა წარადგინა. ამ პროგრამის ფარგლებში შშმ პირს შეუძლია ჰყავდეს პერსონალური დამხმარე. პროგრამა განხორციელდება არა ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით, არამედ მიზნობრივი შემოსავლებით. ანაიდა იორდანიანის თქმით, პროგრამას განახორციელებენ კომპანიები, რომლებსაც აქვთ კვალიფიციური, სერტიფიცირებული მომუშავეები. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ანაიდა იორდანიანის თქმით, დაახლოებით 10 ბენეფიციარი არის, რომლებსაც ასისტენტების მომსახურება ესაჭიროებათ.