Jnews-ი გთავაზობთ ინფორმაციას სასწავლო დღეებისა და მიმდინარე სემესტრის მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ. ამ სასწავლო წლის მეორე სემესტრის ოფიციალური უქმე დღეები 7 სასწავლო დღეს ემთხვევა.

დასვენების დღეებია:

  • 3 მარტი – საქართველოში დედის დღე აღინიშნება
  • 9 აპრილი – ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო შეთანხმებისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე
  • 18-დან 21 აპრილამდე – აღდგომის დღესასწაული
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე
  • 26 მაისი – საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის ასევე საგაზაფხულო არდადეგებია გათვალისწინებული, რომელიც წელს 8-დან 16 მარტამდე გაგრძელდება, ხოლო სასწავლო პროცესი 17-ში განახლდება.

რაც შეეხება სწავლის დღეების რაოდენობას მეორე სემესტრში, ის განსხვავდება:

  • II–XI კლასებისთვის დადგენილია 96 სასწავლო დღე (სასწავლო წელი მთავრდება 13 ივნისს).
  • 83 დღე I კლასის მოსწავლეებისთვის (სწავლის დასრულება – 27 მაისი),
  • XII კლასის მოსწავლეებისთვის 79 დღე (სწავლის დასრულება – 20 მაისი).