დღეს, 24 იანვარს, მერიისგან ახალქალაქის საბავშვო ბაღების 1112 ბავშვს საჩუქრები გადაეცა. მერიამ საჩუქრების შეძენისა და მომზადებისთვის ელექტრონული კონკურსი გამოაცხადა.

დღეს მომავლის სახლში უჩვეულო სადღესასწაულო აჟიოტაჟი მეფობდა. საბავშვო ბაღის ბავშვები საჩუქრების ასაღებად მოვიდნენ. ღონისძიება მისალოცი სიტყვებით მერის მეორე მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმა გახსნა.

3

„როგირც მოგეხსენებათ, ჩვენი ქალაქის საბავშვო ბაღები ევროპული სტანდარტების შესაბამისად კაპიტალურად რემონტდება. დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა ჩვენი ქალაქის საბავშვო ბაღის ბავშვებს ახალი წელი მივულოცოთ. არიან ბავშვები, რომლებიც ამ პერიოდში ბაღში არ დადიოდნენ, მაგრამ მაინც ყველას უნდა მივულოცოთ ახალი წელი. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს ბავშვებს და ვუსურვებთ მათ ბედნიერ და მხიარულ მომავალს და მშვიდობას!” – თქვა მერის მოადგილემ.

ღონისძიებას საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი ანაჰიტ ასატურიანი, ქალაქის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები, მშობლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

2

შემდეგ თოვლის ბაბუა მოვიდა და ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

1

აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის ბავსვებისთვის საჩუქრების შესაძენად გამოცხადებულ ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ: შპს „აბგა“, „ტე კომპანი“ და „კუმი“, რომელთაგან გამარჯვებული შპს „ტე კომპანი“ 29 690 ათასი ლარით გახდა.

სასაჩუქრე ყუთში იყო: რძის შოკოლადის დრაჟე, დათვის ფორმის ნამცხვრები შოკოლადის შიგთავსით, დრაჟე არაქისით (23%) და რძის შოკოლადი (48%), დაფარული ხრაშუნა ფერის მინანქრით (29%), რძის შოკოლადის კვერცხი, 100 გამოცანის საბავშვო წიგნი, ხის თავსატეხი ანბანით და ციფრებით სხვადასხვა ცხოველის სახით 3-4 წლის ბავშვებისთვის.