30.10.2024
ნახვები: 165 |
ავტორი: Kristina Marabyan
საქართველოში ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, საქართველოს ცესკოს მონაცემების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობამ მმართველ პარტიას მისცა ხმა, ხოლო ჯავახეთში — ეს არჩევანი აბსულუტურმა უმრავლესობამ გააკეთა. Jnews-ი საუბნო კიმისიების საბოლოო პროტოკოლების მიხედვით დააკვირდა, არის თუ არა განსხვავება იმას შორის, თუ როგორ მისცეს ჯავახეთის სომხებით დასახლებულმა, ქართველებით დასახლებულმა და შერეულმა სოფლებმა ხმა.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეთნიკუარდ სომხები მუდამ მმართველ პარტიას აძლევენ ხმას, მიზეზებს შორის სახელდება უმცირესობების ნაკლები ინფორმირებულობა. წელსაც, საპარელამენტო არჩევნებზე ჯავახეთიდან 88-89%-მა მმართველ პარტიას მისცა ხმა. ჯავახეთის ზოგიერთ სოფელში, როგორიცაა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გოგაშენი, აფნია, მურჯახეთი, ოკამი, აზმანა, პტენა, ჩუნჩხა და ხოსპიო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი გორელოვკა, ეფრემოვკა და სპასოვკა, ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები ან მოსახლეობა შერეულია. აქ მოსახლეობა უფრო ინფორმირებულია, ვიდრე ჯავახეთის დანარჩენ სოფლებში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
- მაგალითად, სოფელ გოგაშენში 65,341% (115 ხმა) მმართველ პარტიას მისცა ხმა, 34,659% (63 ხმა) 9 ოპოზიციურ პარტიას მისცა ხმა. ყველაზე მეტი ხმა 5 ნომერს ჰქონდა ( ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა) — 31 ხმა, 9 ნომერმა (ძლიერი საქართველო — ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის) 10 ხმა მიიღი, დანარჩენებმა 10 ხმამდე მიიღეს.
- სოფელ აფნიაში „ქართულ ოცნებას“ 78,75% (63 ხმა) ამომრჩეველმა მისცა ხმა, 6 ოპოზიციურმა პარტიამ საერთო ჯამში 21,25 % (23 ხმა) მიიღო, მათგან ყველაზე მეტი ხმა კოალიცია „ცვლილებისთვის“ პარტიამ მიიღო (4 ნომერი) — 9 ხმა. დანარჩენმა პარტიებმა ნაკლები ხმა მიიღეს.
- სოფელ მურჯახეთში ცხოვრობენ ეთნიკურად სომხები, ასევე ქართველები. აქ მმართველმა პარტიამ 85,714% (168 ხმა) მიიღო, ამ სოფელში ხმა მისცეს 7 ოპოზიციურ პარტიას 14% (28 ხმა), ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო 5 ნომერმა (ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა) — 12 ხმა, დანარჩენებმა 10 ხმაზე ნაკლები მიიღეს.
- სოფელ ოკამში 85,714% (168 ხმა) ამომრჩეველმა მმართველი პარტია აირჩია, 7 ოპოზიციურმა პარტიამ მთლიანობაში 14% (28 ხმა) მიიღო, მათგან ყველაზე მეტი ხმა 5 ნომერმა (ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა) მიიღო — 12 ხმა. დანარჩენმა 6 პარტიამ 10 ხმაზე ნაკლები მიიღო.
- აზმანაში აჭარიდან ემიგრირებული სომხები და ქართველები ცხოვრობენ. აქ ორ პარტიას მისცეს ხმა, „ქართულ ოცნებას“ 91,111% (123 ხმა) და კოალიცია „ცვლილებისთის“ (4 ნომერი) 8,889% (12 ხმა). ამ სოფელში სხვა პარტიებმა 0 ხმა მიიღეს.
- პტენაში აჭარიდან ემიგრანტები ცხოვრობენ, აქ ხმები 4 პარტიამ გაინაწილა. მმართველმა პარტიამ 88,189% (224 ამომრჩეველი) მიიღო, მმართველი პარტიის გარდა კიდევ 3 ოპოზიციურმა პარტიამ მიიღეო ხმა, ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო კოალიცია „ერთიანობა — ნაციონალურმა მოძრაობამ“ — 11,024% (28 ხმა). დანარჩენმა 2 თითო ხმა მიიღო.
- ქართველებით დასახლებულ სოფელ ჩუნჩხაში 9 პარტიას მისცეს ხმა, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 69,06% (125 ხმა). დანარჩენმა 8 პარტიამ მთლიანობაში 30,937% (181 ხმა) მიიღო. ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო 5 ნომერმა, დანარჩენი პარტიების ხმები 10-ს არ აღემატებოდა.
- ხოსპიოში (შერეული სოფელი) 10 პარტიას მისცეს ხმა, ამ სოფელში „ქართულმა ოცნებამ“ 77,083% (296 ხმა) მიიღო. დანარჩენმა 9 პარტიამ ამ სოფელში 22,915 % (88 ხმა) მიიღო, 26 ხმა მიიღო 9 ნომერმა — „ძლიერი საქართველო — ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და 25 ხმა — 5 ნომერი — „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენმა პარტიებმა 15 ხმამდე მიიღეს.
- მხოლოდ სოფელ ბარალეთში (ცხოვრობენ სომხები, ქართველები) 12 პარტიას მისცეს ხმა, აქ „ქართულმა ოცნებამ“ 86,824% (369 ხმა) მიიღო, 11 ოპოზიციურმა პარტიამ საერთო ჯამში 12,7531% მიიღო, 56 ხმა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო კოალიცია „ერთიანობა — ნაციონალურმა მოძრაობამ“ — 20 ხმა და კოალიცია „ცვლილებისთვის“ — 17 ხმა. დანარჩენმა პარტიებმა 5 ხმამდე მიიღეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
- გორელოვკა, სოფელი, სადაც 3 ეთნოსი ცხოვრობს: სომხები, ქართველები და რუსები-დუხობორები. ამ სოფელში ხმა 11 პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. ისევე, როგორც ყველგან, აქ ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო — 82,114% (303 ხმა), დანარჩენმა 10 პარტიამ საერთო ჯამში 17,892% (66 ხმა) მიიღო.
- სოფელ სპასოვკაში „ქართულმა ოცნებამ“ 55,92% (85 ხმა) მიიღო, სპასოვკას მოსახლეობამ ხმა 9 პარტიას მისცა, 8 ოპოზიციურმა პარტიამ საერთო ჯამში 44,08% (67 ხმა) მიიღო, ყველაზე მეტი ხმა პარტია „ჩვენს“ მისცეს 23 ნომერი — 26 ადამიანი და კოალიცია „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაბას“ — 23 ადამიანი, დანარჩენებმა 6 ხმამდე მიირეს.
შედეგები თავისებურად საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ ეთნიკურად ქართველები ქართულ საინფორმაციო მინდორში არიან, რეგიონის ეთნიკურად სომხებისგან განსხვავებით უფრო მეტად უყურებენ ქართულ ტელეარხებს და უფრო მეტად არიან ინფორმირებული.