GIPA Media Lab-ი იწყებს მულტიმედიური კურსების ახალ სერიას ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, განაცხადები მიიღება 5 ნოემბრის ჩათვლით 23:00 საათამდე, რეგისტრაციის პროცესს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან აუდიო-ვიზუალური ისტორიების შექმნას, სოციალურ მედიაზე მუშაობას, ისინი ასევე იმუშავებენ ფოტო, მულტიმედია პროექტებზე და დოკუმენტურ ფილმების შექმნაზე.კურსები, რომლებსაც საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტიტუტის (GIPA) პროფესორები აღნიშნულ რეგიონებში ჩაატარებენ, შაბათ-კვირას ჩატარდება. ჯავახეთში მონაწილეთა სწავლების ენა იქნება სომხური, ქვემო ქართლისთვის აზერბაიჯანული.

საუკეთესო პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან ისეთი პრიზებით, როგორიცაა მობილური ტელეფონი, ფოტო და ვიდეო კამერები და აუდიო-ვიზუალური წარმოებისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობა.საუკეთესო მონაწილეები დაჯილდოვდებიან მთავარი პრიზით, მიიღებენ შესაძლებლობას უფასოდ ისწავლონ GIPA-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში.

კურსებში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს (მოსწავლეებს და სტუდენტებს) ქვემო-ქართლიდან და ჯავახეთიდან.

განაცხადების შევსების ბოლო ვადაა 2024 წლის 5 ნოემბერი 23:00 სთ. მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება გასაუბრება.

ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებისთვის განაცხადის ბმული შემდეგია.