სიახლე
ტურიზმი15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია
16.10.2024
ნახვები: 297 |
ავტორი:
Narine Zaqaryan
მიმდინარე წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5 794 661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3 992 842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 9.2%-ია.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:
- რუსეთი – 1 111 004 ვიზიტორი;
- თურქეთი – 1 060 285 ვიზიტორი;
- სომხეთი – 732 271 ვიზიტორი;
- ისრაელი – 229 739 ვიზიტორი;
- აზერბაიჯანი – 163 207 ვიზიტორი;
- ყაზახეთი – 146 949 ვიზიტორი;
- ირანი – 120 840 ვიზიტორი;
- ბელარუსი – 118 192 ვიზიტორი;
- უკრაინა – 89 398 ვიზიტორი;
- ინდოეთი – 87 491 ვიზიტორი;
- საუდის არაბეთი – 77 567 ვიზიტორი;
- ჩინეთი – 66 485 ვიზიტორი;
- გერმანია – 62 804 ვიზიტორი;
- პოლონეთი – 53 245 ვიზიტორი;
- უზბეკეთი – 50 450 ვიზიტორი.