21 მაისს, სკოლას დაემშვიდობნენ ახალქალაქის №5 სკოლის (ყოფილი ინტერნატი) მოსწავლეები.
მეთორმეტე კლასის მოსწავლეების მშობლები, ახლობლები და მეგობრები №5 სკოლის ეზოში შეიკრიბნენ, რათა შვილები ზრდასრულ ცხოვრებაში გააცილონ.


მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, სიმღერები, გამოსამშვიდობებელი სიტყვები და მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს და სკოლას.


ღონისძიება ტრადიციული ვალსით დასრულდა.


შეგახსენებთ, 20 მაისს, №3 (ჭავჭავაძის სახ.), №4 (დემირჩიანის სახ.) სკოლების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარები გაისმა. 21 მაისს ბოლო ზარი დაირეკა №2 სკოლაში (რუსული) და №5 სკოლაში (ყოფილი ინტერნატი), 23 მაისს – №1 სკოლაში (თუმანიანის სახ.). ასევე, ბოლო ზარს ამ დღეებში ყველა სოფლის სკოლა დარეკავს.