აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუბენ ვარდანიანს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ რ.ვარდანიანს ბრალად ედება „ტერორიზმის დაფინანსება“, „კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების ან დაჯგუფებების შექმნასა და საქმიანობაში მონაწილეობა“, „აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთა“.
რუბენ ვარდანიანი დაკავებულია.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა რ. ვარდანიანი დააკავა, როდესაც ცდილობდა ლაჩინის დერეფნის გავლით სომხეთის სიუნიქში გასულიყო.
იმავე დღეს გადაიყვანეს ბაქოში.