დღეს, 15 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სკოლაში დაირეკა პირველი ზარი, პირველ კლასში 563 ბავშვი მივიდა. მხოლოდ სოფელ აფნიას საჯარო სკოლაში პირველი კლასი არ გაიხსნა. Jnews-ი ყველა პირველკლასელს ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას.

განიერი ღიმილი, ლამაზი თაიგულები, მღელვარებისგან აკანკალებული გულები… დღეს პირველკლასელები სკოლაში პირველად წავიდნენ.

სკოლის დირექტორებმა და მასწავლებლებმა მისალმების სიტყვების შემდეგ მიულოცეს მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვეს ამ დღესასწაულის ენთუზიაზმი ყოველთვის თან ახლდეს მოსწავლეებს აღმოჩენებით მდიდარ ცოდნის სამყაროში.

2022-2023 სასწავლო წლის სწავლა-სწავლების პროცესი იწყება 15 სექტემბერს. სასწავლო წლის წინა დღეს სკოლები საჭირო სახელმძღვანელოებითა და ინვენტარით აღიჭურვა. საქართველოში პირველ კლასში სულ 60 000 ბავშვი წავიდა.

2023 წელს სკოლაში წავლენ ბავშვები, რომლებსაც 1 ნოემბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი.

პირველკლასელები უფასო სახელმძღვანელოებს და კომპიუტერებს მიიღებენ.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2086 საჯარო და 222 კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 65 სკოლაა, ყველა საჯარო.

ქალაქ ახალქალაქის 5 სკოლაში 10 პირველი კლასი გაიხსნა.

№1 საჯარო სკოლამ  28 პირველკლასელი მიიღო, გახსნა 2 პირველი კლასი.

2

3

1ახალქალაქის მე-2 საჯარო სკოლაში (რუსული) 4 პირველი კლასი გაიხსნა. კლასებში 80-მა მოსწავლემ დაიწყო სწავლა.

arajin3

arajin4

arajin10

arajin12

arajin13

arajin5

ილი ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის №3 საჯარო სკოლაში 19 მოსწავლემ დაიწყო სწავლა. 15.09.2023_vrac_3

15.09.2023_Vrac

 №4 საჯარო სკოლაში 48 პირველკლასელი შევიდა.

arajin6

arajin7

arajin8

arajin9

arajin14

arajin15

№5 საჯარო სკოლაში 9 მოსწავლემ დაიწყო სწავლა.

arajin

arajin1

arajin2