№3 საბავშვო ბაღში იხსნება ერთი ჯგუფი, რომელიც განკუთვნილია 2-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის. უპირველეს ყოვლისა, მიიღებიან მომუშავე დედების და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები. ჯგუფში მხოლოდ 15-20 ბავშვის მიღებაა შესაძლებელი. ახალქალაქში პირველად მომუშავე დედებს საშუალება აქვთ 3 წლამდე ასაკის ბავშვი მუნიციპალურ ბაგა-ბაღში მიიყვანონ. ამ მიზნით ჩარენცის ქუჩაზე №3 საბავშვო ბაღში სპეციალური ჯგუფი იხსნება – ბაგა-ბაღი 2-დან 3 წლამდე ბავშვის შესაბამისი მოვლით.
ბაგა-ბაღში ბავშვის მიღებაზე განაცხადები აგვისტოს ბოლომდე მიიღება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, მერიის პირველ სართულზე.
შეგახსენებთ, რომ მთელი მუნიციპალიტეტის საჯარო საბავშვო ბაღების ჩვეულებრივ ჯგუფებში ბავშვის მიღების შესახებ განაცხადების მიღება 25 აგვისტომდე გაგრძელდება.
რა საბუთები უნდა იყოს წარმოდგენილი განაცხადის შესატანად, წაიკითხეთ აღბიშნულ ბმულზე.