თვენახევრის წინ გაკეთებულმა
მონიშვნებმა, ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცალფეხო გადასასვლელებმა 43 დღის შემდეგ ასფალტის ზედაპირიდან გაუჩინარება დაიწყო.

სანამ დანარჩენ ქალაქში მონიშვნებზე საუბარი არც კი არის, აღმაშენებლის ქუჩაზე 28 ივნისს “ჯავახ ავტო გზას” მიერ გაკეთებულმა საცალფეხო გადასასვლელებმა გაქრობა დაიწყო.

აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული მონიშვნები გზის სახიფათო მონაკვეთზე დაგვიანებით გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ხშირად ხდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევები, რის შედეგადაც ადამიანები იღუპებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის ქუჩას 2019-2020 წლებში საფუძვლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თუმცა სამუშაოები სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული მარკირების გარეშე და საგზაო ნიშნების არასრული დადგენით ჩაბარდა. სამუშაოს ჩაბარების შემდეგ, მაგისტრალის მომსახურების ფარგლებში, მანქანებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად სამუშაოები არ განხორციელებულა. რეაბილიტაციას, როგორც კონტრაქტორის სახით, კომპანია “ჯავახ ავტო გზა” ახორციელებდა, რომელიც ასევე ავტომაგისტრალის მომსახურე კომპანიაა.

ღია კითხვად რჩება, უნდა გაქრეს თუ არა ასეთი სიჩქარით საცალფეხო გადასასვლელები და მონიშვნები, ამას Jnews-ი ექსპერტებთან გაარკვევს.