ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩუნხასა და პტენას გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. მაგისტრალური გაზსადენი სწფელში გაყვანილია, მიმდინარეობს აბონენტების გაზიფიცირებაზე მუშაობა. სამუშაოებს კომპანია SOCAR-ი ახორციელებს. ამ სოფლების მცხოვრებლებს ახალციხეში გამგზავრება მოუწევთ, რათა მიმართონ ან სხვა მომსახურება მიიღონ გაზგამანაწილებელი კომპანიისგან.

თვეზე მეტია სოფელ ჩუნჩხასა და პტენას გაზიფიცირება მიმდინარეობს. თითოეულ სახლთან არის მრიცხველი. სოფელში მაგისტრალური გაზსადენი მიწისქვეშ არის გაყვანილი. კომპანიამ აბონენტების გაზიფოცირება სოფელ პტენადან დაიწყო. სოფლის 15 მოსახლის სახლს უკვე მიეწოდება გაზი.
სოფელში ვიზიტის დროს მომუშავეები არ გვინახავს, ​​დასვენების დღე ჰქონდათ.
განაცხადის შესავსებად მოსახლეობა ახალციხეში მიდის. კომპანია თითო სახლზე თითო წერტილს ატარებს, მოსახლეობას 400 ლარი უჯდება. მოსახლეობას, რომელსაც არ შეუძლია გაზიფიკაციის თამხის მაშინვე გადახდა, შეუძლია კრედიტით გაკეთება.
„მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს 400 ლარი ან აიღოს სესხი და გადაიხადოს ყოველთვიურად 25 ლარი 17 თვის განმავლობაში. ჯერ ყველასთან ერთი წერტილი გაგვყავს, მერე თუ მეორე მოუნდებათ, უნდა დაწერონ განცხადება, მოვლენ მომუშავეები, დაიანგარიშებენ თანხას და მეორე წერტილს ჩართავენ. რა თქმა უნდა, გაზი უკეთესია, საბოლოოდ ხალხი გათავისუფლდება შეშისგან, კვამლისგან და უსიამოვნებისგან. სამუშაოები ზამთრის დაწყებამდე დასრულდება“, – თქვა მერის წარმომადგენელმა სოფელ ჩუნჩხაში გიორგი ზარიძემ.

სოფელ პტენასა და ჩუნჩხაში 150 ოჯახი ცხოვრობს.

გაზი გოჩა შავაძის სახლამდე მივიდა. მათ ეს ძალიან უხარიათ.

“200 ლარი გადავიხადე, დანარჩენს კრედიტით გადავიხდი. ჯერ ერთი წერტილი გაჰყავთ, მერე მოვლენ და გამოთვლიან მეორე წერტილი რამდენი დაჯდება”, – ამბობს გოჩა შავაძე სოფელ პტენიდან.
გოდერძი ხოზრევანიძის სახლამდე გაზსადენი გაყვანილია, თუმცა სახლამდე ამ დრომდე არ მიუყვანიათ. ისინი მოუთმენლად ელიან საკუთარი სახლის გაზიფიცირებას.
მოსახლეობა მოხმარებული გაზის სააბონენტო გადასახადს ახალქალაქის ბანკში ან ონლაინ SOCAR-ის ანგარიშზე გადაიხდის, თუმცა გაზიფიკაციის შესახებ განაცხადები მიიღება ახალციხეში, კომპანიის ოფისში. ყველა მომსახურებისთვის ახალციხეში ჩასვლის უხერხულობაზე მოსახლეობა ჯერ არ ფიქრობს, რომელიც ფიზიკურ ყოფნას მოითხოვს, რადგან გაზიფიცირების ფაქტით ძალიან კმაყოფილი არიან და ამბობენ, რომ ეს პრობლემა არ არის, ჩაჯდებიან მიკროავტობუსში და წავლენ.

gaz ptena

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩუნჩხასა და პტენას გაზიფიცირების ცენტრალური გაზსადენი სახელმწიფო პროგრამით 2019-2020 წლებში განხორციელდა, თუმცა გაზი აბონენტამდე არ მისულა, მაგისტრალური გაზსადენი უკვე მწყობრიდან გამოდიოდა.
სამწლიანი პაუზისა და გაურკვევლობის შემდეგ, წელს SOCAR-მა ცენტრალური მილსადენიდან სოფლებში ჩუნჩხასა და პტენაში აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის განაწილება დაიწყო.
https://jnews.ge/?p=112011” rel=”noopener” target=”_blank”>სოფელ ჩუნჩხასა და პტენას გაზიფიცირების მეორე მცდელობა