31 ივლისს, ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის ეზოში “ჯავახქ” ბანაკის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ბანაკი 11 წლისაა. წელს ბანაკში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 550 ბავშვი მონაწილეობს. ხუთი დღის განმავლობაში, 14 ახალგაზრდა ლიდერი აშშ-ს აღმოსავლეთ რეგიონიდან გაუზიარებს ბავშვებს თავის ცოდნასა და უნარებს.
უკვე ტრადიციული წესრიგის დარღვევის გარეშე ბანაკი საქართველოსა და სომხეთის საგალობლებით და სურბ ხაჩის ეკლესიის სასულიერო პირის ტერ ნარეკ ტიგრანიანის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. შემდეგ ბავშვები ჯგუფების ხელმძღვანელებს გაეცნენ. ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა ლიდერებისა და სტუმრებისთვის მცირე საკონცერტო პროგრამა მოამზადეს. ბანაკის გახსნას ბავშვების მშობლები, მერიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
ბანაკი არის 6 დღიანი ინტენსიური საგანმანათლებლო-აღმზდელობითი დროსტარება ბავშვებისთვის. საგანმანათლებლო ნაწილი მოიცავს სომხეთის ისტორიისა და კულტურის თემებს. ამ დღეებში ჯგუფის ლიდერები საკყთარ მაგალითზე აჩვენებენ ტრენინგის მნიშვნელობას, ისაუბრებენ ჰიგიენის აუცილებლობაზე და ა.შ.
წელს გაიმართება საინტერესო ინიციატივა სახელწოდებით „ჩემი გვირგვინი“. ბავშვებმა გვირგვინები სომხური ორნამენტებით უნდა გაიკეთონ. დამსვენებლებს ასევე თვითგანვითარებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა თემებზე, მოისმენენ ერთმანეთის აზრს, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებები სხვადასხვა კონცეფციის შესახებ.
„ბანაკი 2012 წელს დაიწყო, მინდა ვთქვა, რომ ეს არის პოპულარული პროგრამა მოსახლეობაში და ასევე არის ბევრი ადამიანი, ვისაც ვერ ჩავრთავთ. მე მინდა გავაფართოვო გეოგრაფია, ვთქვათ 4 ბანაკის ნაცვლად გვექნონოდა 6. მაგრამ დღეს ახალგაზრდები აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროდან, კანადიდან, ავსტრალიიდან საკუთარი ხარჯებით ჩამოვიდნენ, ანუ დაფინანსება არ არის.
თუ ადგილობრივი სპონსორობა გვექნება, შევძლებთ ბანაკის დღეები 5 დღიდან 10-მდე გავაგრძელოთ, როგორც ეს იყო ადრე და ყველა რეგიონში შევძლებთ ბანაკში დიდი რაოდენობის ბავშვების ორგანიზებას. დიახ, გვაქვს ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში, მაგრამ ძალიან ბევრი მსურველია“, – ამბობს ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის პასუხისმგებელი კარინე თადევოსიანი.
თადევოსიანი აღნიშნავს, რომ 6 დღიანი ბანაკი შედეგს იძლევა. მან ასევე ხაზი გაუსვა გარედან ლიდერების ყოფნის მნიშვნელობას და თქვა, რომ ამ ახალგაზრდების სუნთქვა, ეროვნული სული, თვითშემეცნება, პატრიოტული სული სრულიად განსხვავებულია.
„წლევანდელ ბანაკში, ზოგადად და ყველგან, ყველას და მონაწილეთა რეაქცია უნდა იყოს იმ სიტუაციაზე, რომელიც დღეს შეიქმნა არცახში (მთიან ღარაბაღში). ჩვენს მამაც არცახელებს უნდა ჰქონდეს მოთმინება, გამძლეობა, მათი გმირული სული დარჩება ურყევი, ისევე როგორც მათი მთები, მათი ნება იქნება უძლეველი“, – თქვა მან.
არამ პარნაკიანი, რომელიც ჯგუფის ლიდერთა გუნდს უძღვება, ბანაკისთვის მე-3 წელია ჯავახეთში აშშ-დან კონკრეტულად ნიუ-იორკიდან ჩამოდის.
„წელს ახალქალაქია ჯგუფში გვყავს 7 მრჩეველი. გვყავს 5 ლექტორი, გავეცნობით სომხურ კულტურას, ცნობილ სომეხ მოღვაწეებს, დიასპორას და მათ პრობლემებს. ჯავახეთში მე-11 მოვდივართ, მე კი უკვე მესამედ ვარ“, – ამბობს არამ პარნაკიანი, რომელიც ნიუ-იორკში მუშაობს სამედიცინო დაზღვევის ოფისში.
ჯგუფის ლიდერი აღნიშნავს, რომ რთულია, მაგრამ სიამოვნებით ასრულებენ თავიანთ საქმეს. ამბობს, რომ ყოველწლიურად სიყვარულით მოდიან. მათ მოეთხოვებათ ბავშვებთან კონტაქტის შენარჩუნება, განსაკუთრებით დღეს, როცა სოციალური ქსელები ამ ამოცანას აადვილებენ.