27 მაისს, 27 წლის შემდეგ, ახალქალაქის კულტურის სახლში ანსამბლის “საიათ-ნოვას” აშუღური სიმღერის კონცერტი გაიმართა.
ახალქალაქის კულტურის სახლში ხალხმრავლობა იყო, ანსამბლის „საიათ-ნოვას“ კონცერტის დაწყებას ყველა მოუთმენლად ელოდა.
სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, კომიტასის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, “საიათ-ნოვას” კულტურული კავშირის ხელმძღვანელი თოვმას პოღოსიანი ამბობს, რომ ასეთი ხანგრძლივი შესვენება უადგილო იყო. იგი ცნობილია როგორც ხალხური და აშუღური სიმღერების შემსრულებელი და მხსნელი, შემგროვებელი, რადგან არაერთი მივიწყებული სიმღერა გააცოცხლა.
„ჯავახეთი ჩვენს სამშობლოსთან ძალიან ახლოსაა, ყოველწლიურად ჯივანის დღესასწაულისთვის მოვდივართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დიდებულ და დიდ დარბაზში კონცერტი ბოლოს ალბათ 26-27 წლის წინ გვქონდა. განსაკუთრებული ხალისით ვიმღერებთ და გვინდა, რომ ხალხს ამაღლებული, ლამაზი და სასიამოვნო განწყობა შევუქმნათ“, – თქვა თოვმას პოღოსიანმა Jnews-თან ინტერვიუში.
კონცერტზე ჯავახეთიდან აშუღ ლეილი, ანსამბლის ყველა სოლისტი, მათ შორის ირინა შიპაქციანიც გამოვიდნენ, რომელიც აშუღ ალიკის მოსწავლე. შესრულდა აშუღ ალიკის სიმღერები „ჩემო ახალქალაქო“ და „გოვქ ჯავახკინ“.
კონცერტს საქართველოში სომხეთის რეპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი, მერი მელქონ მაკარიანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
მცა-ს პასუხისმგებელი პირი კარინე თადევოსიანი და ალიკ ქსპოიანი მისასალმებელი და მადლიერების სიტყვებით წარდგნენ.
28 მაისს ანსამბლი „საიათ-ნოვა“ თბილისში ტრადიციულ დღესასწაულზე „ვარდატონზე“ გამოვა.
აშუღური სიმღერის საპატიო ანსამბლი “საიათ-ნოვა” 1927 წელს მომღერალმა შარა ტალიანმა შექმნა. 1942-1972 წლებში ანსამბლს სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი ვაღარშაკ სააკიანი ხელმძღვანელობდა. 1972 წელს ანსამბლმა საქმიანობა შეწყვიტა, ხოლო 1992 წელს თოვმას პოღოსიანმა პროფესიონალი მომღერლებისა და მუსიკოსების ჯგუფი გააერთიანა, რითაც ანსამბლი აღადგინა.