20 მაისს, მე-2 საჯარო სკოლაში (რუსული) 34 მოსწავლისთვის დაირეკა ბოლო ზარი.
სკოლის მოსწავლეებმა, მე-12 კლასელების გაცილებით, იმღერეს სიმღერები, კურსდამთავრებულებმა მადლიერების სიტყვები წარმოთქვეს მასწავლებლებისა და მშობლების მიმართ, დაემშვიდობნენ სკოლას. მოსწავლეებმა პირველკლასელებს სკოლის ჩირაღდანი და გასაღები გადასცეს.
მეცენატმა, რომელმაც ეს სკოლა 1985 წელს დაამთავრა, ყველაზე ნიჭიერ და საქმიან კურსდამთავრებულებს 3 კომპიუტერი და 2 ტელეფონი აჩუქა.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს 599 კურსდამთავრებულია. 19 მაისს მე-3 (ჭავჭავაძის სახ.), მე-4 (დემირჩიანის სახ.) სკოლების, ასევე ზოგიერთ სოფლის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარები გაისმა. დღეს, 20 მაისს, მე-2 სკოლაში (რუსული) და სოფლის რიგ სკოლებში ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 21 მაისს N1 სკოლაში (თუმანიანის სახ.) ბოლო ზარი გაიმართება, ხოლო 22 მაისს – მე-5 სკოლაში (ყოფილი სკოლა-ინტერნატი). ასევე, ბოლო ზარს ამ დღეებში ყველა სოფლის სკოლა იზეიმებს.