17 აპრილს, ახალქალაქში, ისევე, როგორც სხვა სომხურ ეკლესიებში, სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლმა წმინდა აღდგომა აღნიშნა. ეს დღესასწაული სომხური სამოციქულო ეკლესიის ხუთ დღესასწაულს შორის ერთ-ერთი მთავარია.

ჩვენი ღვთის, იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს “აღდგომა” ჰქვია, სომხური სიტყვა «ზატიკ» (აღდგომა), სავარაუდოდ, სიტყვა “აზატუთიუნ“, “აზატველ” (თავისუფლება, გათავისუფლება) სიტყვიდან მოდის და ტანჯვისგან, ბოროტებისა და სიკვდილისგან გათავისუფლებას ნიშნავს. მისი მნიშვნელობა სიკვდილიდან ახალ ცხოვრებამდე, მიწიდან ზეცისკენ გადასვლას ნიშნავს.

AGHJIK

აღდგომის საღვთო-სადღესასწაულო ლიტურგია ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიაში ტერ ნშან ჰმაიაკიანმა ჩაატარა.

HAYR SURB

ჯავახეთში აღდგომა ყველაზე საყვარელ საეკლესიო დღესასწაულებს შორისაა.

ZATIKIS KARZINA

აღდგომის წირვას ესწრებოდნენ პარლამენტარი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარონი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები.

INQNAKARAVARUM

წმინდა აღდგომის სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია შეღებილი კვერცხი, მწვანილი, ბრინჯის ფლავი ქიშმიშით, თევზი და ღვინო. კვერცხი აღდგომისა და ახალი ცხოვრების დაბადების სიმბოლოა, ხოლო წითელი ფერი ჯვარცმული ქრისტეს სისხლს განასახიერებს.

HAVKIT

აღდგომის მეორე დღეს გარდაცვლილებს მოიხსენიებენ.