ახალქალაქში, დღეს 9 აპრილს დაღუპულთა ძეგლთან შეკრება. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტარი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარონი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალქალაქის ეპარქიის სასულიერო პირები. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა და მღვდელმსახურებმა წირვა აღავლინეს.
მოსწავლეები ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები ქართულად წაიკითხეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა ჯარისკაცებმა თბილისის ცენტრში მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით მოქალაქე გაურკვეველი გაზით მოიწამლა.
საქართველოში 9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღეა. ამავე დროს, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და ოფიციალური დღესასწაულია.