თბილისელი სომეხი მომღერალი ირუ ხეჩანოვა მუსიკალური პროექტის “The Voice”-ის ნახევარფინალში გავიდა, სადაც 16 მონაწილე იასპარეზებს.

მომავალ წელს ევროვიზიაზე საქართველოს მუსიკალური პროექტის “The Voice”-ის გამარჯვებული წარადგენს.

ამჟამად კენჭისყრის ეტაპი მიმდინარეობს: ყოველ 12 საათში ერთხელ შეგიძლიათ ხმა თითოეულ მონაწილეს მისცეთ. ირა ხეჩანოვს ხმა შეგიძლიათ ნომერზე – 0 903 300 333 – მისცეთ.

აქტიური ხმის მიცემით ირუსი  ფინალში გადავა და მუსიკალური პროექტის “The Voice”-ის  მოგებას შეძლებს. თითოეული ხმა მომღერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.