24 დეკემბერის 11:30 საათზე ახალქალაქი-არაგვას გზატკეცილზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ავარიისას დაშავებული პირი თბილისში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, ერთი მანქანა ორჯადან ახალქალაქის მიმართულებით მიდიოდა, მეორე კი საპირისპირო მიმართულებით. შეჯახების თავიდან ასაცილებლად პირველმა გზის პირას გასვლა სცადა, მაგრამ ვერ მოასწრო.
ქალაქში მიმავალი ავტომობილის მგზავრების მდგომარეობა ნორმალურია, ხოლო მეორე მანქანის ერთ-ერთი მგზავრის მძიმედ დაშავდა და თბილისში მრავლობითი მოტეხილობით გადაჰყავთ. მეორე მგზავრმა კი შესაბამისი სამედიცინო დახმარება ახალქალაქის კლინიკაში მიიღო და გაწერეს კიდეც.
„დღეს ორი ადამიანი მოიყვანეს: ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო, ბევრი მოტეხილობა აღენიშნებოდა, ამიტომ თბილისში გავგზავნეთ, მეორე კი სტაბილურად იყო და სახლში წასვლის ნება მივეცით“, – განმარტავს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მმართველი პირის მიერ უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. მუხლი ჯარიმას, ექვსი თვიდან ორ წლამდე პირობითი ვადას, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების სამი წლით ჩამორთმევას გულისხმობს.