10 დეკემბერს სოფელ კულიკამში პროექტის „მთელი სამყარო ერთ ოთახში“ საზეიმო გახსნა გაიმართა. ინიციატივა სამ კულიკამელ ახალგაზრდას ეკუთვნის. მათ მაკლო დროში შეძლეს შეექმნათ წყარო, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ასტრონომიის შესახებ.

გახსნის ცერემონია “მამაო ჩვენო” ლოცვით დაიწყო. სოფელ კულიკამის სურბ ერორდუციუნის ეკლესიის სულიერი მსახური, მღვდელი ნარეკ ტერ ტიგრანიანი კურთხევის ცერემონიას გაუძღვა, რის შემდეგაც პროექტის ავტორებმა წითელი ლენტი გაჭრეს და პროექტის ოფისში, „მთელი სამყარო ერთ ოთახში“, შეაბიჯეს. გახსნას ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის დირექტორი სამველ მკოიანიც ესწრებოდა.

himnadram

პროექტის „მთელი სამყარო ერთ ოთახში“ ავტორები მარგარიტა მარაბიანი, ალბერტ მკოიანი და არმინე ქოსიანი, ერევნის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, არიან. მათ “Awesome Javakhk Foundation”-ის შესახებ შეიტყვეს, შექმნეს გუნდი და გრანტის მოპოვება გადაწყვიტეს.

„სამივენი ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის სტუდენტური კომიტეტის წევრები ვართ. სწორედ აქედან გავიგეთ Awesome Foundation Javakhk-ის შესახებ, შევქმენით გუნდი და გადავწყვიტეთ განაცხადი შეგვეტანა. რამდენიმე ეტაპი გავიარეთ და ფინალში მოვხვდით. საბოლოოდ, მივიღეთ ეს ოთახი, რომელიც ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს სამყაროს შესახებ ღრმა ცოდნა მიიღონ“, – განმარტავს არმინე ქოსიანი, პროექტის „მთელი სამყარო ერთ ოთახში“ ერთ-ერთი ავტორი.

ამ ინიციატივაზე დიდ იმედებს პროექტის ავტორი და ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის სტუდენტური კომიტეტის პრეზიდენტი ალბერტ მკოიანი ამყარებს.

„ვინაიდან სამივე კულიკამიდან ვართ, გვინდოდა სოფელში რაიმე ახალი გაგვეკეთებინა. Awesome Javakhk Foundation-ის წყალობით ეს იდეა არა მხოლოდ დაიბადა, არამედ რეალობად იქცა. მოლოდინი ბევრია, არ დავკმაყოფილდებით იმით, რაც ამჟამად გვაქვს, გვინდა ეს კოსმოსური ოთახი კინოთეატრად ვაქციოთ, რომელსაც ხალხი სხვადასხვა სოფლიდან ეწვევა და ფილმის საყურებლად შეიკრიბებიან. ამ ოთახის გვერდით იქნება ბიბლიოთეკა, სადაც სხვადასხვა ჟანრის, სომხურად და ქართულად ნათარგმნ წიგნებს შეხვდებით. ამით ტურისტების ყურადღების მიპყრობა გვსურს“, – აცხადებს ალბერტ მკოიანი.

Albert Mkoyan

პროექტის „მთელი სამყარო ერთ ოთახში“ მიზანი ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლება და სამყაროსთან დაახლოება, მათთვის სხვადასხვა გეოგრაფიული და ასტრონომიული ცოდნის მიცემაა.

„ეს ოთახი კოსმოსის შესახებ იძლევა ცოდნას და სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ვიზრუნებთ, რომ ოთახი განახლდეს და ვიზიტორებისთვის ყოველთვის საინტერესო იყოს. ის ყოველდღე გაიხსნება და სტუმრობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება“, – განმარტავს მარგარიტა მარაბიანი, პროექტის „მთელი სამყარო ერთ ოთახში“ ერთ-ერთი ავტორი.

Senyak

დავით მკოიანი, Awesome Javakhk Foundation-ის თანადამფუძნებელი, ამბობს, რომ ფონდის იდეა ძალიან მარტივი გამოდგა: ადამიანები იკრიბებიან, გარკვეულ თანხას იხდიან და ყოველ ორ თვეში ერთხელ 1 000 აშშ დოლარის გრანტის იძლევიან. თემა შეიძლება ნებისმიერ საკითხს ეხებოდეს, შეზღუდვები არ აქვთ. მთავარია იდეა საინტერესო და კრეატიული იყოს, რათა სოფლის საზოგადოება დაინტერესდეს.

„პირველად გრანტი სოფელ დამალას ანტიკაფესთვის მივეცით. ახლა კი კულიკამში ვხსნით “მთელი სამყარო ერთ ოთახში”, ხვალ ახალციხეში “ტევუნცის” ონლაინ ბიბლიოთეკა იხსნება. ყოველი აზრი საინტერესო იდეას ბადებს. გვინდა ხალხი თავის თემს დაუბრუნდეს. ოთახის მიზანი კი გეოგრაფიის, ფიზიკის, კოსმოსის, ზოგადად მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვიძებაა. იგი განათლების მიღებით დაინტერესებასაც გულისხმობს და გარკვეული დროში ლოგიკურ ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს“, – აღნიშნავს დავით მკოიანი.

ოთახის „მთელი სამყარო ერთ ოთახში“ პრეზენტაციის შემდეგ, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის სტუდენტური კომიტეტის პრეზიდენტმა ალბერტ მკოიანმა მოხალისეობრივ მუშაობაში მონაწილეებს მადლობის წერილები გადასცა. ისინი ინიციატივის ავტორებს ედგნენ გვერდში და სხვადასხვა მოხალისეობრივ სამუშაოს ასრულებდნენ.

Shnorhakalagir

სტუმრებმა კულიკამის სურბ ერორდუციანის ეკლესია, ძველი წისქვილი და აბლარის სურბ ელენას ეკლესია მოინახულეს.