21 ნოემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ინტეგრაციის პროცესის სტიმულირების აუცილებლობა და სამომავლო ინიციატივების შესაძლებლობა განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ახალგაზრდებთან შეხვედრის შესაძლებლობაც ექნება.

“ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ისინი ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათი პრობლემები და პრიორიტეტები უნდა გავითვალისწინოთ, გაავიაზროთ, კარგად გავაანალიზოთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ეროვნული უმცირესობების წარმოადგენლების პრობლემების გადაჭარეზე დაუყოვნებლივ უნდა ვიზრუნოთ”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეხვედრისას ახალგაზრდებს მიხეილ სარჯველაძისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცათ, ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე, ბარიერებზე, განმანათლებაზე, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე.