14 ნოემბერს თბილისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობასთან საქართველოს სომხურმა საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდული კავშირისა და “რაფის” სტუდენტური კავშირის ინიციატივით, ქართულ სკოლებში პანთურქიზმის იდეოლოგიის გავრცელების აღმოფხვრის მიზნით გაფიცვა მოაწყო. მონაწილეების ბანერებზე გამოსახული იყო წარწერები – „არა პანთურქიზმის იდეოლოგიას“.

„აზერბაიჯანი უკვე მეორე წელია 8 ნოემბერს ეგრეთ წოდებულ „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავს. საკუთარ ქვეყანაში ზეიმი საკმარისი არ აღმოჩნდა და ახლა ყველგან, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მათ შორის საქართველოშიც, აღნიშნავენ. სამწუხაროდ, საქართველოში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებს შორის, 6 ნოემბერს, აზერბაიჯანის საელჩომ თბილისის 64-ე სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიება დააორგანიზა, სადაც თამამად და ღიად ჩანდა ანტისომხური დამოკიდებულება და პანთურქიზმის იდეოლოგიის პოპულარიზაცია“, – განაცხადეს გამოსვლის მონაწილეებმა.

შეკრების მონაწილეებისთვის საქართველოში მსგავსი ღონისძიებების გამართვა მიუღებელია.

,შეიძლება ხვალ რომელიმე ბავშვმა, რამილ საფაროვის მსგავსად, საქართველოში დანაშაულის ჩადენა გადაწყვიტოს, რათა ეროვნული გმირი გახდეს. ვვარაუდობთ, რომ სამინისტრომ ყოველივეს შესახებ არ იცოდა. იმედია ამ ფაქტს შესაბამისი რეაქცია მოჰყვება და გაირკვევა, იყო თუ არა ეს სკოლა ერთადერთი, სადაც მსგავსი „ზეიმი“ გაიმართა. საქართველო ყოველთვის იყო და რჩება ნეიტრალურ ქვეყნად, სადაც ორი ეროვნული უმცირესობა მშვიდობიანად ცხოვრობს, ხოლო რეგიონში საქართველოს როლის გათვალისწინებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მსგავსი გამოვლინებები ყოველივეს ხელს უშლის”,- ნათქვამია გაფიცვის მონაწილეთა შეტყობინებაში.

314826893_657852575894631_5997720338660632329_n

315501376_572554374675130_4345532989835826838_n