2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ჭკვიანმა კამერებმა სამცხე-ჯავახეთში სულ 24 149 დარღვევა დააფიქსირა. ყველაზე მეტი დარღვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტშია – 10 220, ყველაზე ნაკლები ნინოწმინდაში – 756. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 118-ე და 125-ე მუხლებით დარღვევა ხუთ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

ახალქალაქში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 118-ე მუხლი იმ სატრანსპორტო საშუალების მართვას გულისხმობს, რომელსაც რეგულარული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით არ აქვს გავლილი, ხოლო 125-ე მუხლის მე-2 პუნქტი  დადგენილ სიჩქარის 15 კმ/სთ-ით გადაჭარბებას მოისაზრებს. ამავე მუხლის 7.8 პუნქტის მიხედვით 1 968 დარღვევა დაფიქსირდა. 118-ე მუხლით 459 მძღოლი დაჯარიმდა, მე-2  მუხლით კი 59 მძღოლი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით 13 იურიდიული და 1 389 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 50 ლარია, იურიდიული პირებზე – 200 ლარი.

კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით – ტრანსპორტის კონტროლის ან შუქნიშნების აკრძალვის სიგნალების შეუსრულებლობა, აგრეთვე პრიორიტეტული ნიშნების ან აკრძალვის ნიშნების („გზის დათმობა“, „მგზავრობა გაჩერების გარეშე აკრძალულია“, ”შესვლა აკრძალულია”, ”ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”), სტოპხაზის გადაკვეთა, რომელიც შემხვედრ საგზაო ზოლებს ყოფს, გადასწრების წესების შეუსრულებლობას, გზაჯვარედინებზე გადაკვეთას, რკინიგზის გადასასვლელებს, დაბრკოლების შექმნას სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელიც უპირატესია, ითვალისწინებს 50 ლარის ოდენობის ჯარიმას –  1 პირი დაჯარიმდა, ხოლო მე-8 ნაწილით – „ნიშანთა მოთხოვნების შეუსრულებლობა“ აკრძალულია გაჩერება“ და „დგომა აკრძალულია“ , ჯარიმა 10 ლარი – 47 ადამიანი დაჯარიმდა.

ნინოწმინდაში სულ 756 დარღვევა დაფიქსირდა, ყველა დარღვევა ტექდათვალიერების გაუმართაობას უკავშირდება („ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 118-ე მუხლი). დაჯარიმებული 740 ფიზიკური და 16 იურიდიული პირი.

ასპინძაში სულ 2 097 დარღვევა დაფიქსირდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი 1 162 დარღვევა – მუხლი დაწესებული სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადამეტებას გულისხმობს. დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარია.

118-ე მუხლის ზემოაღნიშნული ნაწილით, რეგისტრირებულია 935 სამართალდარღვევა, მათ შორის 23 იურიდიული, 912 ფიზიკური პირი. ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის 50 ლარია, იურიდიული პირებისთვის – 200 ლარი.

ახალციხეში სულ 9 108 მოქალაქე დაჯარიმდა. როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, აქაც კოდექსის ორი მუხლია დარღვეული.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით (სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ აქვს გავლილი რეგულარული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით), 1 134 მძღოლი დაჯარიმდა, მათ შორის 1 086 ფიზიკური და 26 იურიდიული პირი. მუხლის მე-2 ნაწილით 5 პირი, პირველით ნაწილით 217 მძღოლი დაჯარიმდა, დანარჩენი 7 774 პირი – 125-ე მუხლით (სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადამეტება). მუხლის მე-2 ნაწილით 4 პირი დაჯარიმდა, მე-6 ნაწილით – 484, აქედან 6 – მძღოლი, მე-7 ნაწილით – 17, პირველი ნაწილით – 7 242, ხოლო პირველი ნაწილით – 21 მძღოლი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 10 220 დარღვევა დაფიქსირდა. უცვლელი დარჩა ჩადენილი სამართალდარღვევის მუხლები: 118-ე და 125-ე. ბორჯომში 118-ე მუხლით 3 487 დარღვევა დაფიქსირდა. მუხლის მე-2 პირველი ნაწილით 287 მძღოლი დაჯარიმდა, მუხლის მე-3  ნაწილით – 3, მუხლის მე-2 ნაწილით – 56 ფიზიკური და 1 471 იურიდიული პირი, მუხლის პირველი ნაწილით – 1 670 მძღოლი. 125-ე მუხლით ჯამში 6 733 პირი დაჯარიმდა. 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაჯარიმდა 2 მძღოლი, მე-2 ნაწილით – 192, მე-7 ნაწილით – 531, მე-8 ნაწილით – 509, პირველი ნაწილით – 5 495, ხოლო პირველი ნაწილით 4 მძღოლი.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 118-ე მუხლი.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 125-ე მუხლი