6 თვის განმავლობაში (მაისი-ოქტომბერი) ახალქალაქის საავადმყოფოში 173 ბავშვი დაიბადა – 92 ბიჭი და 81 გოგონა.

6 მშობიარეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. 6 თვის განმავლობაში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის 28 შემთხვევა დაფიქსირდა, აბორტების – 10.

2022 წლის პირველ დღეს გოგონა დაიბადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს JNEWS-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისის ჩათვლით, 2021 წელთან შედარებით, ახალქალაქის რაიონში დაბადებული და რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა (52,77%), ამავე პერიოდში რეგისტრირებული გარდაცვალების რაოდენობა კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.