
ერევნის მახლობლად, გზატკეცილზე ქართული ნომრებით სატვირთო მანქანა დაიწვა. ფაქტს სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.
შემთხვევა წინა ღამით მოხდა. მაშველებმა შეტყობინება მიიღეს, რომ წილკარ-ლერნაფარის გზაზე სატვირთო იწვოდა. შემთხვევის ადგილზე ორი საბრძოლო ეკიპაჟი მეხანძრე-მაშველები მივიდნენ.
ხანძარი ერთ საათზე ნაკლებ დროში ჩააქრეს. კაბინა მთლიანად დამწვარი იყო.
სომხური მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.