2022 წელს 116 938 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 881, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 4,17%-ია.

წელს ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი ისტორიის გამოცდაზე შემოვიდა, ყველაზე ნაკლები კი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შემთხვევაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურა – 960;

ზოგადი უნარები (სომხ.) – 43;

ზოგადი უნარები (აზერ.) – 54;

ინგლისური ენა -1 368;

რუსული ენა – 35;

გერმანული ენა – 32;

ფრანგული ენა – 2;

მათემატიკა – 693;

ისტორია – 1 408;

გეოგრაფია – 15;

ბიოლოგია – 153;

ქიმია – 81;

ფიზიკა – 7;

ლიტერატურა – 13;

ხელოვნება – 1;

სამოქალაქო განათლება – 16.

რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, სულ შემოსულია 4 სააპელაციო განაცხადი.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი – 2 500-ზე მეტი გამოსაცდელი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სააპელაციო განაცხადების მიღება 8 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყო და 10 აგვისტოს 18:00 საათზე დაასრულა. სააპელაციო განაცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობდა. გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი სააპელაციო კომისია. აპელაციების შედეგი მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც დასრულდება განაცხადების განხილვის პროცესი.