JNEWS-მა არაერთხელ მიმართა მაწანწალა ძაღლების პრობლემას ქალაქსა და სოფლებში. თუმცა, ეს საკითხი დიდი ხანია არ მოგვარებულა და, როგორც ირკვევა, ელექტრონული ტენდერი მანამ არ გამოცხადდება, სანამ ცხოველების დამჭერი და სტერილიზაციის შესაბამისი კომპანია არ იქნება ნაპოვნი.
უსახლკარო და მაწანწალა ძაღლები მოსახლეობას შიშში აკავებენ, ისინი პრაქტიკულად ყველგან გვხვდება.
„ყოველთვის, როცა შვილებს სახლიდან გარეთ ვუშვებთ ან მაღაზიაში ვაგზავნით, გვეშინია, რომ გზაზე მოულოდნელად მაწანწალა ძაღლების ხროვა არ შეხვდეს. ძაღლები ჯგუფურად დადიან და შიშს იწვევენ ადამიანებში“, – Jnews-სთან თქვა ახალქალაქში მცხოვრებმა გაიანემ.
დავამატებთ, რომ ცხოველები დიდი ხანია არ სტერილიზებულან და ხშირად აგრესიულ ქცევას ავლენენ. მიუხედავად იმისა, რომ სტერილიზაცია არ არის საუკეთესო ვარიანტი, ის მაინც ითვლება ამ პრობლემის ერთადერთ გამოსავალად.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა მაწანწალა ძაღლების დაჭერის და სტერილიზაციისთვის ბიუჯეტიდან 26 000 ლარი გამოყო წლის დასაწყისში, თუმცა უკვე წლის მეორე ნახევარია და ელექტრონული ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.
JNEWS-ი შეეცადა გაერკვია, რა პრობლემაა და რატომ არ ცხადდება შესაბამისი ტენდერი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის რამაზ ხუციშვილის თქმით, ტენდერის გამოსაცხადებლად მონაცემები უკვე გაგზავნეს.
ამასთან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი როზა იორდანიანი ამბობს, რომ მათ არაფერი მიუღიათ და ამიტომ ტენდერი არ გამოცხადდა.
იმავდროულად, მერიის ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა თქვა: „ქაღალდებთან დაკავშირებული ყველაფერი მზად არის, გვინდა გამოვაცხადოთ ტენდერი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ვერ ვიპოვით ადამიანებს, რომლებიც ამ ოპერაციის შესრულებას შეძლებენ ჩვენი სტანდარტების შესაბამისად”.
Jnews-ის კითხვაზე, უნდა შეირჩეს თუ არა ეს ადამიანები ტენდერის გამოცხადების შემდეგ, მან გვიპასუხა, რომ ტენდერების გამოცხადებამდე მათ იციან, ვინ რა მომსახურენის გაწევას შეძლებს და ტენდერის გამოცხადების მიზეზს ვერ ხედავენ, სანამ შესაბამის კომპანიას არ იპოვიან.