ყოფილი სამხედრო ქალაქის მცხოვრებლები ჩივიან, რომ მათ სახლებთან მიმდებარე ნაკვეთებზე არის ხანდაზმული ხეები და ქარისგან იმტვრევა, მაგრამ ხეების მოჭრა ან არ მიმდინარეობს ან ნაწილობრივ მიმდინარეობს.
გაიანე ჰარუთუნიანი ყოფილი სამხედრო ქალაქის მცხოვრებია. მისი თქმით, დიდი ხანია ხეები არ მოუჭრიათ, რამაც თავის მხრივ პრობლემები გამოიწვია.
„ძლიერი ქარის დროს ხის ნახევარი გატყდა და დაეცა. ჩემი შვილი რამდენიმე წამის შემდეგ რომ გასულიყო იქიდან, თავის თავზე დაეცემოდა“, – ამბობს ის.
მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხეები ბევრია, უმეტესობა ხანდაზმულია. ხშირად არის შემთხვევები, როცა ხე ტყდება და ვარდება.
სამხედრო ქალაქის მცხოვრებლებმა ხეების მოჭრის იმედით მერიაში წერილობითი განცხადება არაერთხელ შეიტანეს .
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა Jnews-თან საუბარში ასევე დაადასტურა, რომ ქალაქელებისგან განცხადებები შემოვიდა, თუმცა ხეების ჭრის სამუშაოები ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე მიმდინარეობს.
„ჩვენი ადგილობრივი ძალები შემოდგომაზე, შესაბამისი განცხადებების მიხედვით, აპირებენ ხეების მოჭრას და ტერიტორიის კეთილმოწყობას, რათა ეს საკითხი მოგვარდეს“, – თქვა მერმა მელქონ მაკარიანმა.