დღეიდან, 8 აგვისტოდან, ახალქალაქისა და სოფლების საბავშვო ბაღებმა მუშაობა განაახლეს. არდადეგებზე დაკეტილია მხოლოდ ქალაქის N2 საბავშვო ბაღი, რადგან ის მორიგე რეჟიმშო მუშაობდა, როცა დანარჩენები შვებულებაში იყვნენ.
5 აგვისტოს ახალქალაქის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელმა კორონავირუსის ტესტი გაიკეთა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა სირანუშ ტონაკანიანმა განაცხადა, რომ ტესტი ჩაუტარდა 116 თანამშრომელს და მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი, ის იზოლირებული უნდა იყოს. საბავშვო ბაღები ჩვეულებრივად იმუშავებენ.
„რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ საბავშვო ბაღების გახსნამდე უნდა გავაკეთეთ PCR ტესტი, იმისათვის რომ ვირუსი ხელი არ შეგვეშალა საბავშვო ბაღების ფუნქციონირებაში. იმ თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული, დარჩება სახლში“, – თქვა ტონაკანიანმა.
ინფიცირებული 5 დღე უნდა დარჩეს სახლში, თვითიზოლაციაში, მე-6 დღეს კი ისევ გაიკეთოს ტესტი და თუ კორონავირუსი არ დადასტურდა, მას შეუძლია სამსახურში დაბრუნება, მაგრამ უნდა ატაროს ნიღაბი კიდევ 5 დღის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, აქედან 3 ახალქალაქში, დანარჩენი სოფლებში. სამ სოფელში (კოთელია, ხანდო და კარტიკამი) არის ალტერნატიული საბავშვო ბაღები, ანუ ისინი მუშაობენ ნახევარი დღის განმავლობაში და ჭამის გარეშე.