სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ქართული საჯარო მოხელეთათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი მართავს შეხვედრებს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ჟვანიას სკოლის რეგიონალური ცენტრებიდან 3 წარმოდგენილია სამცხე-ჯავახეთში: ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ახალციხეში.
7 ივნისს გაიმართა შეხვედრა ახალქალაქის მერთან მელქონ მაკარიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ორიციანთან. შეხვედრაზე განხილული იქნა თანამედროვე გამოწვევები სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებასა და მათ როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ერთიან საინფორმაციო სივრცეში ჩართვაში. საჯარო მოხელეების ინტეგრაციისათვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამებ, როგორც ადგილზე ახალქალაქის სასწავლო ცენტრში ასევე ქუთაისის კამპუსის ბაზაზე.
„მსგავს პროგრამას ჩვენი სკოლა ანხორციელებდა პანდემიამდე, პანდემიამ შეაფერხა პროცესები და ახლა ვუბრუნდებით საჯარო მოხელეებისათვის განახლებული და გამრავალფეროვნებული პროგრამებით. პროგრამა მოიცავს უკვე პროფესიულ პრაქტიკულ მეცადინეობებს, მასპინძელ საჯარო ინსტიტუტებში და რეგიონალური თვითმართველობის ორგანოები, ააიპ-ები და ა,შ. პროგრამის ფორმატი შეცვლილია მეცადინეობები ჩატარდება წელიწადში რამდენჯერმე მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები იმისთვის რომ საჯარო მოხელეები დიდი ხნით არ ჩამოშორდნენ სამუშაო სივრცეს. ასევე უნდა აღინიშნოს რომ მეცადინეობების დიდი ნაწილი ჩატარდება მერიაში, ტრენერები ადგილზე ჩააატარებენ მეცადინეობებს როგორც სახელმწიფო ენის ასევე ინტეგრაციის ნაწილში”, – განაცხადა Jnews-თან საუბრისას ქეთევან ჯაღელიმ.
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხორციელდება ენის ფლობის ზიგადევროპული სტანდარტის მიხედვით და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამებით 2014 წლიდან ისარგებლა ეროვნული უმცირესობის 23 000-ზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის 6857-მა პედაგოგმა.
დღეის მდგომარეობით სკოლაში ხორციელდება მრავალფეროვანი პროგრამები და კურსები, სულ 27 .სწავლება ხორციელდება როგორც დასწრებით, ასევე, დისტანციურად, ბენეფიციარებზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენებით.