ერევანი 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი იმართება კრივში უფროსებისთვის. საქართველოდან ევროპის ჩემპიონატში ქვეყნის ეროვნული ნაკრების 10 მოკრივე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის ახალქალაქი არტიუშ გომციანი, რომელიც დღეს ნახევარფინალში გავიდა.
არტიუშ გომციანი 57-60 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის. ის ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობს. მისი პირადი მწვრთნელი ატომ ელიზბარიანია.
დღეს გულშემატკივართა შეძახილებით „არტ-ტუშ, არტ-ტუშ“ ირლანდიელი მოკრივე ჯონ პოლ ელე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ნახევარფინალი 29 მაისს გაიმართება, გადამწყვეტი ბრძოლა კი 30 მაისს.
22 მაისიდან 31 მაისამდე ერევანი კრივში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც უძლიერესი მოკრივეების ტიტულისთვის 39 ქვეყნის 200-ზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს. სომხეთმა 13-ვე წონით კატეგორიაში სპორტსმენები წარადგინა, საქართველო კი 10 კატეგორიაში გამოვა.
არტიუშ გომციანი არის საქართველოს ჩემპიონი, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრების მედალოსანი.