23 მაისთან შედარებით, დღეს, 24 მაისს, 100 რუბლი 16,76 თეთრით გაძვირდა. აშშ დოლარი 2 თეთრით გაიაფდა.
14 მაისიდან 19 მაისამდე რუბლის კურსი დაეცა, მაგრამ 19 მაისიდან დაიწყო ზრდა და ამ დროისთვის 2022 წლის უმაღლეს დონემდე ავიდა. საქართველოში დოლარის ფასმა ვარდნა 6 მაისიდან დაიწყო. დღეს დაფიქსირდა დოლარის კურსის 2022 წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი 24 მაისისთვის.
1 აშშ დოლარი – 2,8767 ლარი
1 ევრო – 3,0677 ლარი
100 რუბლი – 4,9280 ლარი
ახალქალაქის ვალუტის გაცვლის კერძო პუნქტებში 24 მაისს:
100 დოლარი – 284 ლარი გაყიდვა, 286 ლარი ყიდვა
100 ევრო – 304 ლარი გაყიდვა, 306 ლარი ყიდვა
1000 რუბლი – 44 ლარი გაყიდვა, 45 ლარი ყიდვა