გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალქალაქში შაბათ-კვირას ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +13 °C-დან +19 °C-მდე.
შაბათს, 21 მაისს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +2 °C-დან +13 °C-მდე. მოსალოდნელია სუსტი წვიმა.

კვირას, 22 მაისს, დილით მოსალოდნელია ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდი, დღის მეორე ნახევარში საკმაოდ კარგი ამინდი იქნება. ტემპერატურა +4 C-დან +19 C გრადუსამდე. ნალექი ნაკლებად სავარაუდოა.