დღეს, 8 მაისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რეგიონალური პორტალი sknews.ge

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს, გარდაცვლილი მამაკაცი კი პროზექტურაში გადაასვენეს.

„ჩვენთან შემოიყვანეს ახალგაზრდა ქალბატონი თავის არეში აქვს უმნიშვნელო დაზიანება, თავზე ორი ნაკერი აქვს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ცოტახნით კიდევ დარჩება დაკვირვების ქვეშ და შემდეგ გავწერთ“,- აცხადებენ კლინიკა „იმედში“

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

წაიკითხეთ მეტი sknews.ge-ზე