საქართველოში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 138 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 804, „პისიარ“ ტესტით – 2 334.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,69%, ბოლო 14 დღის – 1,82%, ბოლო შვიდი დღის – 1,53%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 651 969 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 631 846 გამოჯანმრთელდა, 16 779 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 867 451 აცრა, დღიურად აცრილია 1 304.

ამასთან, 11 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 281 პაციენტი, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი.