სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 419832 პირი დაინფიცირდა, აქედან 8461 გარდაიცვალა, 401 677 კი – გამოჯანმრთელდა.