სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 396 885 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 108 გარდაიცვალა, 359 456 კი – გამოჯანმრთელდა.