ახალქალაქის ფერმერებისთვის 2021 წელი შედარებით წარმატებული გამოდგა მოსავლისა და რეალიზაციის მხრივ. მაგრამ იქნება თუ არა ასე წარმატებული მომავალი, სასოფლო-სამეურნეო, წელი, ფერმერებს ეჭვი ეპარებათ და თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლას გარდაუვალად თვლიან.
ახალქალაქში უკვე რამდენიმე წელია ფერმერები კარტოფილის ალტერნატიული კულტურების მოყვანას ცდილობენ. ამ ალტერნატიული კულტურებიდან ზოგიერთი კარგ მოსავალს იძლევა, მაგრამ ახალქალაქში კარტოფილი კვლავ მთავარი პროდუქტია.
ახალქალაქის კარტოფილი წელს ექსპორტზე რუსეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიის ქვეყნებსა და ბელორუსიაში გავიდა, რადგან ამ ქვეყნებში კარტოფილის მოსავლიანობა დაბალი იყო.
აგრონომი და მსხვილი ფერმერი ეღიშ აღაჯანიანი 2021 წლით კმაყოფილია. მას კარტოფილი, მარცვლეულობა მოჰყავს. ის ერთადერთია ჯავახეთში, რომელმაც სერიოზულად დაიწყო ალტერნატიული კულტურის – სელის თესვა.
„კარტოფილის მოსავალიც კარგი იყო და გაყიდვით ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ბოლოს ცოტა გაფუჭდა ამინდი. ფასი, რომელიც შემოდგომას გვქონდა არასდროს გვქონია. ბოლოს ყინვებმა გააფუჭა კარტოფილი, მაგრამ ჩემი კარტოფილი არ გაყინულა. ახალი, თანამედროვე ტრაქტორებით დავთესე. საბჭოთა ტრაქტორებზე უფრო ღრმად რგავენ. უმეტესობა საბჭოთა ტექნიკით სარგებლობს“, – განმარტავს ეღიშ აღაჯანიანი.
მისი თქმით, ფასი მაშინ დაეცა, როცა ყველამ მოსავლის აღება დაიწყო. კარტოფილის ფასი თავიდან 1,20 ლარი იყო, შემდეგ კი 70 თეთრამდე დაეცა. თუმცა ეს ფასიც არ არის ცუდი და მყიდველები კარტოფილის რიგში იდგნენ და პირდაპირ მინდვრებიდან ყიდულობდნენ.
კარტოფილის მოსავლიანობა წელს, ფერმერების გათვლებით, 22-23 ტ/ჰა-ს შეადგენს.
მაგრამ ამავე დროს, ეღიშ აღაჯანიანი აღნიშნავს, რომ წლევანდელი წელი ფერმერებისთვის მომგებიანი იყო, რადგან სასუქები და მედიკამენტები ძველ ფასებში შეიძინეს. გამყიდველებმა კარტოფილი გაძვირებასთან ერთად სასუქებისა და მედიკამენტების ფასები გაზარდეს.
„შარშან კილოგრამზე 60 თეთრი უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე წელს 1 ლარი, რადგან სამუშაო ძალა, სასუქები და მედიკამენტები გაძვირდა. 70 ლარიანი სასუქები 120 ლარი გახდა, აზოტი 40 ლარიდან 60 ლარამდე გაიზარდა, მუშახელი 30 ლარიდან 70 ლარი გახდა“, – განაცხადა ეღიშ აღაჯანიანი.
კიდევ ერთი ახალქალაქელი, მსხვილი ფერმერი მიიჩნევს, რომ წელს ფერმერებისთვის კარგი პირობები შეიქმნა.
„შემოდგომაზე გაყიდვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა, კარტოფილი პირდაპირ მინდვრიდან იყიდეს, რასაც გაზაფხულზე ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. რეგიონის ისტორიაში ასეთი ჯერ წელი არ ყოფილა – დიდი რაოდენობით კარტოფილი გავიდა ჯავახეთიდან”, – განმარტავს ფერმერი.
მაგრამ წამლებისა და სასუქების გაძვირება ძლიერ გავლენას მოახდენს მომავალ მოსავალზე.
„ყოველწლიურად, დეკემბრამდე იმ წამლებს ვყიდულობ რაც მჭირდება. წელს უკვე გაძვირდა, 10 ლიტრიანი წამალი 25 ლარი გახდა“, – აღნიშნავს ფერმერი.
ყინვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის დაახლოებით 30% დააზარალა.
ეღიშ აღაჯანიანს მიაჩნია, რომ ახალქალაქის სოფლის მეურნეობას არ აქვსრის სტრატეგია, ჩამოყალიბებული სისტემა, სპონტანურობა ჭარბობს:
„ყველა კარტოფილს თესავს, შემოდგომაზე ერთმანეთს მუშებს პარავენ, შრომას აძვირებენ და კარტოფილს აკლებენ. კარტოფილს არ ითვლიან და ფასს მხოლოდ იმათთვის ამბობენ, ვისაც მოჰყავს. კარტოფილის ფერმერებმა ყველა გარემოება უნდა გაითვალისწინონ: რამდენი დათესონ, რომ აღება მოასწრონ. აღებისას არ ითვალისწინებენ დრო ექნებათ თუ არა. მგონია, რომ კარტოფილის მოყვანისას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაა საჭირო“.
2021 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 103 63 ჰექტარი ერთწლიანი კულტურა დათესეს, მათ შორის კარტოფილი. 326 ჰა – მრავალწლიანი კულტურები, 7381 ჰა – ქერი და 853 ჰა – საგაზაფხულო ხორბალი.