ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, გარდა სოფელ ჩუნჩხის საბავშვო ბაღისა, რომელიც გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო დაკეტილია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.  აქედან 13 – სრული დატვირთვით, 3 – ალტერნატიული დღეში, რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობს.  საბავშვო ბაღებში დასწრება, ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის ინფორმაციით, მეტ-ნაკლებად გაიზარდა, დღეს ის 35%-ია.  რამდენიმე დღის წინ მხოლოდ 15% იყო.

სკოლამდელ დაწესებულებებში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებზე რეაგირების ახალ წესებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა, ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორმა, ანაიდა ასატურიანმა განაცხადა:

„დიდი ხანია ვიცავთ ამ რეგულაციებს, გვაქვს იზოლირებული ოთახი, თუ ბავშვი ცუდად იგრძნობს თავს, ვათავსებთ იზოლაციაში, სანამ მშობლები არ მოვლენ, მერე უარს ვამბობთ ბავშვის ბაღში მიღებაზე”,- ამბობს ანაიდა ასატურიანი.