ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში (თუმანიანის სახ.) მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის ფრენბურთში შეჯიბრი გაიმართა, რომლის ინიციატორიც სამოქალაქო განათლების, ფიზკულტურის მასწავლებლებისა და პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ.
შეჯიბრი ჯანსაღი ცხოვრების წესის მოტივირებისთვის მე-10ბ კლასის ინიციატივის დასკვნითი ეტაპი იყო. პროექტი დონორი ორგანიზაციის PH International-ის დახმარებით განხორციელდა. კონკურსს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დირექტორი ვალერი სტელმაშოვი ესწრებოდა.
„კორონავირუსის გამო მასშტაბური ღონისძიების ჩატარება ვერ შევძელით, ამიტომ შეჯიბრი მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართა. სკოლა უკვე 2 წელია PH International-ის ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობს, რომელსაც „სამართლებრივი კულტურა“ ჰქვია. ანუ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და პოლიციელი ერთად, სპეციალურად ამ პროგრამისთვის, მიწოდებული სახელმძღვანელოების გამოყენებით, ბავშვებს ადამიანის უფლებებსა და იურიდიული ორგანოების ყველა ფუნქციას ასწავლიდნენ. აირჩა მე-10 ბ კლასი. გარდა იმისა, რომ ბავშვები ბევრ თემას გაეცნენ, როგორიცაა ბულინგი, ოჯახში ძალადობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, პროექტიც გაწერეს, რომელიც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოიცავდა. ამრიგად, მივიღეთ ინვენტარი, რომლის წყალობითაც ფიზკულტურის გაკვეთილებზე ფრენბურთის თამაში შევძელით – ფრენბურთის ბადე, პროფესიონალური ბურთები“, – აღნიშნა ახალქალაქის 1-ლი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა სედა მელკუმიანმა.
მასწავლებელმა პოლიციის წარმომადგენელს რიფსიმე თუმასიანს, დონორ ორგანიზაცია PH International-ს, სკოლის დირექტორს რუზანა ტეფოიანს, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს მარინა ბადასიანს და სხვა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა.
თამაში გუნდმა „ლომებმა“ მოიგო. „არწივების“ გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. მე-10 და მე-11 კლასებიდან გუნდები შერეული იყო. შეჯიბრის დასასრულს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც გამარჯვებულ გუნდს თასი გადაეცა. რომელმა გუნდმა გაიმარჯვა? – 1-ლი და მე-2 ადგილის ყველა მონაწილე მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდა.