GIPA Media Lab-ი იწყებს ტრენინგების მე-4 სერიას ჯავახეთში.

მონაწილეები შეისწავლიან ფოტოჟურნალისტიკას, სოციალურ მედიას, ასევე იმუშავებენ მულტიმედია პროექტებსა და დოკუმენტურ ფილმებზე.

ტრენინგებს გაუძღვებიან საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)-ს ლექტორები.
ტრენინგები ერთი წლის განმვლობაში გრძელდება. წლის ბოლოს საუკეთესო ნამუშევრების ავტორები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან, მათ შორისაა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს – სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს – ჯავახეთის რეგიონიდან.

აპლიკაციის შევსების ბოლო თარიღია 20 ოქტომბერი, 18:00. მონაწილეობის მსურველები შერჩევამდე გაივლიან გასაუბრებას.

აპლიკაცია ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებისთვის.