27 სექტემბრის დილას,სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერავანში “ერაბლურის” სამხედრო პანთეონს ეწვია, რათა შარშან მთიან ყარაბაღში 44-დღიანი ომის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივი მიეგო.
როგორც რადიო აზატუთიუნს სომხეთის მთავრობამ აცნობა, პრემიერ-მინისტრი “ერაბლურს” მთავრობის წევრების გარეშე ესტუმრა.
ერევნის “ერაბლურის” გორაზე 44-დღიანი ომის 889 მსხვერპლია დაკრძალული.
27 სექტემბერს, 11:00 საათზე სომხეთში ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღნილი წუთიერი დუმილი გამოცხადდა.
წუთიერი დუმილი გამოცხადდა მთიან ყარაბაღში, სადაც მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართება.
აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, მთიან ყარაბაღში 44-დღიანი ომისას 3777 ადამიანი დაიღუპა, აქედან 3 702 სამხედრო და 75 სამოქალაქო პირი. 243 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემდეგ აზერბაიჯანმა 2895 მსხვერპლის შესახებ განაცხადა.