27 სექტემბერს, ყარაბაღის 44-დღიანი ომის წლისთავზე, ახალქალაქის სურბ ხაჩ ტაძრის ეზოში, უკვდავი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ქვაჯვარი დამონტაჟდება.
ქვაჯვარის კურთხევის ცერემონია სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის წინამძღვარი ვარდაპეტ (არქიმანდრიტი) ტერ კირაკოს დავითიანის ლოცვით, კურთხევითა და სასულიერო პირების მონაწილეობით ჩატარდება, რის შემდეგაც დაღუპული სომხების ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი გაიმართება.
”ყველა იმ სოფლის წარმომადგენელი, საიდანაც უკვდავი გმირები არიან, გთხოვთ გმირების ფოტოებით მობრძანდით. ცერემონია 14:00 საათზე, ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში გაიმართება. ცერემონიის დასასრულს სამხთო შესრულდება, რის შემდეგაც გაგიმასპინძლდებით“, – განმარტავს ჯავახეთის გენერალური ვიკარიატი.